ჯერემი კორბინი - „ბრექსითის“ საკითხზე გამართულ რეფერენდუმზე კეთილსინდისიერი ბროკერი ვიქნები

ბრიტანეთის „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ჯერემი კორბინი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდება, „ბრექსითის“ საკითხზე გამართულ გადამწყვეტ რეფერენდუმზე ნეიტრალურ პოზიციას დაიჭერს,- ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კორბინმა ეს განცხადება „ბიბისის“ დებატების დროს გააკეთა, სადაც ქვეყნის ოთხი წამყვანი პარტიის ლიდერი მაყურებლის კითხვებს პასუხობდა.

„გადამწყვეტი რეფერენდუმის დროს არცერთი მხარის მხარდამჭერ კამპანიას ვაწარმოებ და კეთილსინდისიერი ბროკერი ვიქნები,“ - ჯერემი კორბინმა.

რეფერენდუმის შესახებ ჯერემი კორბინმა რამდენიმე დღის წინ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან გამართული პირველი წინასაარჩევნო სატელევიზიო დებატების დროსაც განაცხადა. მისი თქმით, „ბრექსითის“ შესახებ ევროკავშირთან ხელახალ მოლაპარაკებებს გამართავს, საბოლოო სიტყვის თქმის უფლებას კი ხალხს მისცემს, ჩაატარებს რეფერენდუმს და ხალხის სურვილის მიხედვით იმოქმედებს.

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დიდ ბრიტანეთში 12 დეკემბერს გაიმართება. გამოკითხვები აჩვენებს, რომ „კონსტერვატორებს“ ამომრჩეველთა 42 პროცენტი უჭერს მხარს, „ლეიბორისტებს“ - 30 პროცენტი, „ლიბერალ-დემოკრატებს“ -15 პროცენტი, „ბრექსითის პარტიას“ კი - ამომრჩეველთა 4 პროცენტი.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია