პარლამენტთან  მოძრაობა „შეცვალეს” წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს და განაცხადეს, რომ არჩილ თალაკვაძის კომოს ტბაზე მოგზაურობას აპროტესტებენ

პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელთან, მოძრაობა „შეცვალეს” წევრებმა აქცია - პერფორმანსი გამართეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან ჭურჭელი მიიტანეს, წყალი ჩაასხეს და განახადეს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის იტალიაში, კომოს ტბაზე მოგზაურობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ „შეცვალე”.

მათი განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე ქართველი ხალხის გვერდით უნდა იყოს და ხალხის ფულს არ უნდა ფლანგავდეს.

„მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს, ნუ დაყვება ბიძინა ივანიშვილის ნება - სურვილს და ნუ დასეირნობს კომოს ტბაზე. ქართველი ხალხი მათ აუცილებლად შეცვლის. ყველგან მივალთ, სადაც ისინი ქართველი ხალხის ფულს გაფლანგავენ. თალაკვაძეს ჩვენ აქ მოვუტანეთ ტაშტი, ჩამოდი და გააგრძელე რაც კომოს ტბაზე ვერ დაასრულე, მოდი და იჭყუმპალავე ამ წყალში. შეიძლება ეს წყალი არ იყოს ისეთი თბილი, როგორიც კომოს ტბაზეა, მაგრამ ისეთი ცივია, როგორი ცივი წყალიც შემოგვასხით ჩვენ 18 ნოემბერს”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა