სუს-ი - ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალების ან სამხედრო ტექნიკის განსაკუთრებული მობილიზება არ შეინიშნება

ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალების ან სამხედრო ტექნიკის განსაკუთრებული მობილიზება არ შეინიშნება, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ოკუპირებულ სოფელ ძარასთან დიდი რაოდენობით რუსული სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული.

სუს-ის ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ უკანონოდ არის განლაგებული საოკუპაციო ძალები და სამხედრო ტექნიკა, ასევე, საოკუპაციო ძალების მიერ პერიოდულად ტარდება უკანონო სამხედრო წვრთნები.

„ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალების ან სამხედრო ტექნიკის განსაკუთრებული მობილიზება არ შეინიშნება. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან საოკუპაციო ხაზს გასწვრივ მიმდინარე ნებისმიერ უკანონო აქტივობასთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და აქტიურად მოქმედებს ცხელი ხაზი“, - აცხადებენ სუს-ში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო