მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა ბოქლომი პრეზიდენტის რეზიდენციის ღობეს დაადეს

მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა ბოქლომი პრეზიდენტის რეზიდენციის ღობეს დაადეს. აქტივისტებმა, თავდაპირველად, რეზიდენციის ჭიშკრის შესასვლელების დაბოქლომება სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს, რადგან მათი განმარტებით, ბოქლომი რეზიდენციის იერსახეს ამახინჯებს.

როგორც ერთ-ერთმა აქტივისტმა განაცხადა, მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ პრეზიდენტი გახდეს შუამავალი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, "რათა დაიწყოს დიალოგი". მათი თქმით, პრეზიდენტი ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელ განცხადებებს აკეთებს. ამასთან, მათივე განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე სამარცხვინო პრეზიდენტი.

"ჩვენ მოვედით სალომე ზურაბიშვილთან მშვიდობიანად. სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური კრიზისიდან 10 დღის შემდეგ აკეთებს განცხადებას, რომელიც ჩვენთვის გამაღიზიანებელია. ჩვენი მოთხოვნაა პრეზიდენტის მისამართით, რომ ის იყოს შუამავალი რგოლი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომ დაიწყოს დიალოგი", - აღნიშნა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

აქტივისტებს „დაბოქლომებამდე“ ბანერები ჰქონდათ გაშლილი წარწერით: "ბორკილები თავისუფლებას ვერ წაგვართმევს", "ვერ დაგვაშინებთ, ყველას ვერ დაგვიჭერთ". ამასთან, სკანდირებდნენ: "გაბედე".

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა