ზურაბ ჯაფარიძე - მნიშვნელოვანია, ადამიანებმა დაიჯერონ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში არ აღმოჩნდება თოფიანი და „ჟუჩოკიანი“ ხალხი - პოლიცია, პროკურატურა და სუს-ი

მნიშვნელოვანია, ადამიანებმა დაიჯერონ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში არ აღმოჩნდება თოფიანი და „ჟუჩოკიანი“ ხალხი - პოლიცია, პროკურატურა და სუს-ი“, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ინიციატივა მან "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციონერ ლიდერებთან შეხვედრისას გააჟღერა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხალხის ნდობა ვერ დაიბრუნა და სწორედ ეს არის ბიძინა ივანიშვილის მთავარი ბერკეტი ოპოზიციის წინააღმდეგ, რაც უნდა წაართვან.

„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა დაიჯერონ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში არ აღმოჩნდება თოფიანი და „ჟუჩოკიანი“ ხალხი- პოლიცია, პროკურატურა და სუს-ი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ დაიბრუნა ხალხის ნდობა და ეს არის ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, რითიც ის ებრძვის ოპოზიციას. მათი მთავარი გზავნილი, გარდა იმისა, რომ ის ხარჯავს ფულს, არის ის, რომ თუ ხელისუფლება შეიცვლება, ისევ დაბრუნდებიან „ნაციონალები“ და ისევ იქნება სისხლი და ტერორი. ეს ბერკეტი ივანიშვილს უნდა წავართვათ“, - აღნიშნა ზურა ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა