„ქართული ოცნების“ ოფისთან „შეცვალეს“ წევრებმა აქცია გამართეს

„ქართული ოცნების“ ოფისში ბიძინა ივანიშვილისა და მაჟორიტარების შეხვედრის დასრულების შემდეგ, ადგილზე მოძრაობა "შეცვალეს" წევრები მივიდნენ და აქცია გამართეს. ისინი სკანდირებდნენ: "შეცვალე".

"როდესაც ტელეეკრანებიდან დავინახეთ, რომ „ქართული ოცნების“ ოფისში ხდებოდა შეკრება, მაშინვე დავაორგანიზეთ ეს აქცია. სამწუხაროდ, მოასწრეს და ისევე ლაჩრულად გაიპარნენ, როგორც დაიპარებიან ხოლმე. ჩვენ მაინც მოვედით და მაინც შევუქმნით დისკომფორტს „ქართულ ოცნებას“ ყველგან, სადაც ისინი მივლენ და მათ უნდა იცოდნენ, რომ სანამ ისინი თავიანთ დანაპირებს არ შეასრულებენ, ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე და ეს ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით, ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება," - განაცხადა მოძრაობა შეცვალეს წევრმა ოთარ ათათიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა