ლუქსემბურგი ევროკავშირს მოუწოდებს,  პალესტინა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო აღიაროს

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან ასელბორნის თქმით, ევროკავშირმა უნდა აღიაროს პალესტინა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამის შესახებ მან „შპიგელთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამ გზით, ევროკავშირი დააბალანსებს ვაშინგტონისა და დონალდ ტრამპის პოლიტიკას ახლო აღმოსავლეთში.

„ევროკავშირის მიერ პალესტინის აღიარება იქნება გზავნილი იმისა, რომ პალესტინელებსაც სჭირდებათ სამშობლო, სჭირდებათ სახელმწიფო, ისევე როგორც ისრაელის მოქალაქეებს“,-განაცხადა ასელბორნმა.

მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო სამართლის პრინციპების შეუსრულებლობა ახლო აღმოსავლეთს დამატებით 5 მილიონ დევნილს შესძენს, რაც „შეუძლებელია ისრაელის ინტერესებში იყოს“.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს