„საქსტატის“ მონაცემებით,  ქართველი ვიზიტორი საზღვარგარეთ საშუალოდ 858 ლარს ხარჯავს

„საქსტატის“ მონაცემებით, მესამე კვარტალში ქართველი ვიზიტორი საზღვარგარეთ საშუალოდ 857.7 ლარს ხარჯავს.

„საქსტატი“ გამყვანი ტურიზმის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2019 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეულმა ხარჯებმა 599.9 მილიონი ლარი შეადგინა, ვიზიტზე საშუალო ხარჯი კი 857.7 ლარს გაუტოლდა.

2019 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 1 მილიონი გასვლა საზღვარგარეთ, რომლის უდიდესი ნაწილი, 43.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 699.4 ათასი შეადგინა. 2019 წლის III კვარტალში საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების რაოდენობამ 526.6 ათასი შეადგინა. ამასთან, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 417.7 ათასი ტურისტული და 281.8 ათასი ექსკურსიული ტიპის ვიზიტი. ვიზიტორების უმრავლესობა, 43.7 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 47 პროცენტს შეადგენდა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2019 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 34.9 პროცენტი, განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და აზერბაიჯანში, შესაბამისად, 350.5 ათასი და 122.2 ათასი ვიზიტი. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას მონახულებული ქვეყნების მიხედვით. განხორციელებული ვიზიტების 95 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია