„საქაერონავიგაცია“ ზამთრის სეზონს ახალი სანავიგაციო სისტემებით ხვდება

„საქაერონავიგაცია“ ზამთრის სეზონს ახალი სანავიგაციო სისტემებით ხვდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციიდან“ აცნობეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია” პასუხისმგებელია ისეთი ტექნოლოგიების დანერგვასა და მათ გამართულ მუშაობაზე, რომლებიც საჰაერო ხომალდებს ზუსტი და უსაფრთხო ფრენის განხორციელებაში ეხმარებიან.

მათივე ცნობით, საქაერონავიგაციამ ბოლო პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორი უმნიშვნელოვანესი პროექტი განახორციელა - წარმატებით დასრულდა სახელსაწყო დაფრენის სისტემების (ILS 13R) ჩანაცვლების პირველი ეტაპი და 420 მეტრით გაფართოვდა თბილისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შუქ-სასიგნალო სისტემა 13R კურსით.

ICAO-ს მიერ დადგენილი პროცედურების თანახმად, აღნიშნული სისტემის საფრენოსნო შემოწმება ჩეხური კომპანიის - ANS CR თვითმფრინავმა-ლაბორატორიამ განახორციელა. საფრენოსნო შემოწმება გულისხმობს სანავიგაციო საშუალების შემოწმებას სპეციალურად აღჭურვილი თვითმფრინავით, რომელიც ამოწმებს მის მუშაობას და შესაბამისობას საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ICAO Annex 10 -ით დადგენილ სტანდარტებთან.

ახალი ტექნოლოგიების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა გამართული საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აღიარა. აქედან გამომდინარე, განახლებული ILS 13R და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გაფართოებული შუქ-ტექნიკა ოფიციალურად შევიდა ექსპლუატაციაში.

„ზამთრის სანავიგაციო სეზონს კიდევ უფრო მეტად მომზადებული ვხვდებით. ორივე პროექტი უსაფრთხო ფრენების განსახორციელებლად მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. სახელსაწყო დაფრენის სისტემა (ILS) თვითმფრინავის „გზამკვლევია” და უზრუნველყოფს ავტომატურ რეჟიმში საჰაერო ხომალდის უსაფრთხო და ზუსტი დაფრენის შესაძლებლობას, ხოლო თბილისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 13R კურსით მოახლოების შუქ-სასიგნალო სისტემით აღჭურვილი დღემდე არ ყოფილა. ორივე პროექტი საქაერონავიგაციას აძლევს საშუალებას, უზრუნველყოს მომფრენი თუ გამფრენი საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ოპერირება რთული მეტეოპირობების, მათ შორის დაბალი ხილვადობის დროს”, - განაცხადა შპს „საქაერონავიგაციის” გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შუქ-სასიგნალო სისტემის 900 მეტრამდე გაფართოების პროექტზე, რომლის დასრულება იმის საფუძველი გახდება, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლს 13R კურსით ICAO-ს პირველი კატეგორია მიენიჭოს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ