თეონა ჭალიძე - სიმბოლურია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღეს დაემთხვა დღევანდელი აქცია

სიმბოლურია, რომ თემირლანის დაბადების დღეს დაემთხვა ეს აქცია, - ამის შესახებ ,,ახალი საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრმა თეონა ჭალიძემ განაცხადა.

,,დღეს თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღეა, 21 წლის გახდებოდა! მაგრამ ,,ოცნებამ" ოცნება წაართვა მასაც და მის ოჯახსაც. მესამე წელია უკვე, რაც მალხაზ მაჩალიკაშვილი სიმართლისთვის იბრძვის და რუსთაველზე პარლამენტის წინ ცხოვრობს. დედა, დები, ბებია და მათთან ერთად ათიათასობით ადამიანი ელოდება გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას, მაგრამ უშედეგოდ. ხელისუფლება სირაქლემას პოზაშია. დღეს მოტყუებული და გაბრაზებული ხალხის აქციაა. სიმბოლურია ისიც, რომ თემირლანის დაბადების დღეს დაემთხვა ეს აქცია. ყველა მოქალაქე მოგვატყუეს, არავის ეგონოს, რომ მას არ ეხება დღევანდელი დღე. იმ დამცირებაზე მეტად კი ვეღარ დაამცირებენ ადამიანებს, რომლებიც თვიდან თვემდე საარსებო შემწეობით არსებობენ, იმ მწირ დახმარებასაც უხსნიან და შიმშილისთვის იმეტებენ. ნაგვის ურნებში საჭმელს ეძებენ ადამიანები და ამ დროს მთავრობა ბიუჯეტის ხარჯზე გრიალებს და მილიონები ჩინოვნიკების ჯიბეებში მიდის. საკმარისია! დროა ცვლილებების! გელით, დღეს რუსთაველზე წყდება საქართველოს ბედი" , - აცხადებს თეონა ჭალიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა