პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წარმომადგენლები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ბიძინა ივანიშვილის სახლამდე მსვლელობას მართავენ. მათ ხელში სანთლები და „ხატები” უჭირავთ, სადაც ბიძინა ივანიშვილია გამოსახული.
„გირჩის“ წარმომადგენლები ივანიშვილის სახლთან აქცია-პერფორმანსს გამართავენ. მოგვიანებით კი, აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.