„ნენსკრა ჰესის“ პროექტის გენერალურ კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფორმებაზე საბოლოო მოლაპარაკებები მიმდინარეობს

„ნენსკრა ჰესის“ პროექტის გენერალურ კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფორმებაზე საბოლოო მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, „ნენსკრა ჰესის“ პროექტის გენერალური კონტრაქტორის გამოსავლენად 2018 წლის ნოემბერში გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერი დასრულდა და გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებას წლის ბოლომდე მოეწერება ხელი. ტენდერში მონაწილეობის სურვილი 20-მდე კომპანიამ გამოხატა, რომელთაგანაც ტენდერის პირველ ეტაპზე შეირჩა 3 პრეტენდენტი: თურქული ENKA-ს და კორეული Daelim-ის კონსორციუმი, თურქული Nurol-ისა და ესპანური Cobra-ს კონსორციუმი და თურქული კომპანია Limak-ი. ტენდერის მეორე ეტაპზე თურქულმა Limak-მა კონსორციუმში პარტნიორად კორეული კომპანია Hyundai E&C წარადგინა. Limak-ის და Hyundai E&C-ს კონსორციუმს, რომელშიც Limak-ი ძირითადი პარტნიორია, საუკეთესო საფასო შეთავაზება აქვს და სწორედ მათთან დასკვნითი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ცნობისთვის, Hyundai Engeneering & Construction 1947 წელს დაფუძნებული კორეული საინჟინრო და სამშენებლო კომპანიაა. 2018 წელს კომპანიის შემოსავალმა 14 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე "ნენსკრა ჰესის" მშენებლობისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რაც გზებისა და ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს. ძირითადი სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყება.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო