სტუდენტები თსუ-ს პირველი კორპუსიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით მსვლელობას მართავენ

სტუდენტები თსუ-ს პირველი კორპუსიდან, პარლამენტის შენობის მიმართულებით მსვლელობას მართავენ.

სტუდენტებს ბანერები აქვთ გაშლილი - „ბიძინა მოსამართლეების მასტერი", „გადაგვაგდე?! გადაგაგდებთ", „ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის სადმე ერი?!", „სტუდენტები უსამართლობის წინააღმდეგ“ და სტვენით და შეძახილებით მიემართებიან საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე.

აქტივისტები მსვლელობას პარლამენტის შენობის წინ დაასრულებენ, სადაც მოძრაობა „სირცხვილიას" ორგანიზებით გამართულ აქციას შეუერთდებიან.

სტუდენტები თსუ-ს პირველ კორპუსში, 18 ნოემბერს, აქციის დაშლისას დაკავებული მეგობრების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.

ამასთან, აქტივისტები აცხადებენ, რომ ისინი იზიარებენ აქციის „ყველა ერთის წინააღმდეგ" პათოსს, რომ ქვეყანაში არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს