14.07.2025 / 09:02
ნოდარ რუხაძის ინფორმაციით, აქციის მონაწილეების ნაწილი ღამეს რუსთაველზე გაათენებს

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ნოდარ რუხაძის ინფორმაციით, აქციის მონაწილეების ნაწილი ღამეს რუსთაველზე გაათენებს.

როგორც მან აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ისინი რუსთაველის გამზირზე კარვების დადგმას აპირებენ, ასევე იგეგმება პარლამენტის შენობის პიკეტირება.

"შეშა მოგვპარეს, შეშა არ არის, მაგრამ იქნება",-განაცხადა ნოდარ რუხაძემ.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, პოლიციამ აქციის ორგანიზატორებს შეშისა და კასრების შეტანის საშუალება არ მისცა.

„პოლიციელები აქციეს კრიმინალებად. ჩვენს მანქანებს, როგორც ბანდა, დაესხნენ თავს ყაჩაღებივით და გაიტაცეს შეშა“,-განაცხადა ხოშტარიამ.

იხილეთ ვიდეო:

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ