ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდას, რომელიც პარლამენტიდან დღეს დილით საავადმყოფოში გადაიყვანეს, არა სხეულის გადაციება, არამედ ალკოჰოლური ინტოქსიკაცია დაუდგინდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან აქციის დაშლის შედეგად სულ 4 ადამიანის ჰოსპიტალიზება მოხდა.

როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ერთი ადამიანი „ნიუჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს, ერთი „ამტელ ჰოსპიტალსში“ და ორი - ინგოროყვას კლინიკაში.

„ერთი სამოქალაქო პირი უკვე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან და ამ დროისთვის, კლინიკებში 3 პაციენტი რჩება“, - აცხადებენ უწყებაში.

რაც შეეხება უშუალოდ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, აქციის დაშლისას დასველდა და დღეს დილით, სხეულის გადაციების გამო შოკურ მდგომარეობაში მყოფი, პარლამენტთან იპოვეს, ჯანდაცვის სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ აღნიშნულ მამაკაცთან მიმართებაში ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ფიქსირდება.

„ამტელ ჰოსპიტალსში“ გადაყვანილ პაციენტთან ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ფიქსირდება. რაც შეეხება დანარჩენ დაშავებულ პირებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ექიმების მიერ მიმდინარეობს ზოგადი დაკვირვება. ამჟამად, პაციენტებს უტარდებათ შესაბამისი კვლევები”, - განმარტავენ უწყებაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია