გიორგი ვაშაძე - სალომე ზურაბიშვილმა სჯობს ლობიო ჭამოს, ვიდრე რაღაც ინიციატივებით გამოვიდეს

სალომე ზურაბიშვილმა სჯობს ლობიო ჭამოს, ვიდრე რაღაც ინიციატივებით გამოვიდეს, - ამის შესახებ "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების ახალ წესზე და კრიტერიუმებზე მუშაობა დაასრულა.

მისი თქმით, შეწყალების წესში ცვლილება ნიშნავს, რომ პრეზიდენტი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, რაც, მისი შეფასებით, სამარცხვინოა.

"ვინ, სალომემ?! სალომე ზურაბიშვილმა სჯობს ლობიო ჭამოს, ვიდრე რაღაც ინიციატივებით გამოვიდეს ხოლმე. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ თვითონ არის ქმედუუნარო, პრეზიდენტის ფუნქციას ვერ ასრულებს და რაღაცები უნდა შეიზღუდოს მის ფუნქციაში. ეს არის სამარცხვინო და ამას სჯობს დაწეროს განცხადება და გადადგეს, წავიდეს სახლში", - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, ​საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების ახალ წესზე მუშაობა დაასრულა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი წესის შემუშავების პროცესში კონსულტაციები გაიმართა სახელმწიფო უწყებებთან და ექსპერტებთან. მათივე განმარტებით, 2021 წლის 1-ელ იანვრამდე ადმინისტრაციაში დაინერგება შეწყალების საქმისწარმოების სპეციალური ელექტრონული პროგრამა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა