თბილისში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

თბილისში დაჭრილი 25 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი მკურნალობას ინგოროყვას კლინიკაში გადის. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ზედა კიდურის არეში აქვს მიყენებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და დამნაშავე დაკავებული არ არის.

ცნობისთვის, თბილისში რამდენიმე საათის წინ ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, 19-108, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს და 236-ე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით არის აღძრული.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025