მურმან დუმბაძე - ეს აქციები შედეგს აუცილებლად გამოიღებს, რადგან ასეთი მუხტი არ მაგონდება

ეს აქციები შედეგს აუცილებლად გამოიღებს, რადგან მე ასეთი მუხტი არ მაგონდება, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა მურმან დუმბაძემ „ინტერპრესნიუსს" რუსთაველზე განუცხადა.

„როდესაც ღამე პიკეტირებები ხდება, ამდენი ადამიანის ღამით დარჩენა ერთდროულად მე არ მახსოვს. სადაც არ უნდა შეხვიდე, პირველი კითხვა არის, როდის გავაგდებთ ამ „გადამგდებ“ ბიძინა ივანიშვილს.

სადაც იქნება ბიძინა და მისი ხელისუფლება, ყველგან მივალთ. მას არ უნდა მივცეთ არათუ მოსვენების, არამედ წამოსვენების საშუალება. ტყუილად ეშინიათ პროპორციული სისტემის. პროპორციული სისტემა არ ნიშნავს „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის დასრულებას, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა გადავა ხელისუფლების დაკომპლექტების ახალ წესზე, იქნება პროპორცია და სამართლიანობა. ვიდრე არ დაინიშნება ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მას მოუწევს ამ რეჟიმში ცხოვრება, იმიტომ, რომ ჩვენ ამაში დიდი გამოცდილება გვაქვს“, - განაცხადა მურმან დუმბაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა