Apple-მა ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის ტერიტორიად გამოსახა

კომპანია Apple-მა რუსეთის ბრძანების შესაბამისად, ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძული თავის რუკაზე რუსეთის ტერიტორიად გამოსახა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

რუსი მომხმარებლებისთვის, დღეიდან Apple-ის რუკებზე, ამინდის პროგნოზის აპლიკაციაში ყირიმი რუსეთის ტერიტორიადაა მონიშნული. თუმცა ქვეყნის გარეთ აპლიკაციების გამოყენებისას, ყირიმის რომელიმე ქვეყნისადმი კუთვნილება საერთოდ არ ჩანს.

როგორც BBC იტყობინება, რუსეთის დუმის წარმომადგენლებს უკვე დიდი ხანია კომპანიასთან მოლაპარაკებები აქვთ აღნიშნულის თაობაზე.

რუსეთის დუმის უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ვასილი პისკარიოვი აცხადებს, რომ „უკან დახევა აღარ იქნება“.

„დღეს Apple-თან ეს თემა უკვე დახურულია-ჩვენ მივიღეთ ის ყველაფერი, რაც გვინდოდა“, - აცხადებს ის.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია 2014 წელს მოახდინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო