ნიკა მელია - ვაჟა სირაძე ყველაფერია, გარდა პოლიციელისა

ვაჟა სირაძე ყველაფერია, გარდა პოლიციელისა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს მასსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს ვაჟა სირაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ განუცხადა.

მელიას თქმით, პოლიცია ემსახურება მხოლოდ ერთ ადამიანს.

„ეს პოლიციის ის უფროსია, რომელიც საქმის კურსში არააა ხალხის წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს თუ არა და რატომ არ არის, იცით? იმიტომ, რომ როდესაც დარბევა მიმდინარეობდა, იჯდა მანქანაში და ტელეფონში, პირდაპირ ეთერში უყურებდა ერთ-ერთ ტელეკომპანიას, თუ როგორ ხდებოდა ჩიტაძის ქუჩის გათავისუფლება, ამ ქუჩაზე წყლის ჭავლი არ მუშაობდა და პირდაპირ ეთერში არ იყო პარლამენტის უკანა მხარე, სადაც მუშაობდა წყლის ჭავლი და ამ ადამიანს ეგონა, რომ ჩიტაძის ქუჩაზე რასაც ხედავდა, ის ხდებოდა მხოლოდ. წარმოიდგინეთ, პოლიციის უფროსმა არ იცოდა, რომ წყლის ჭავლი მუშაობდა. ვაჟა სირაძე მარტო ხელფასს კი არ იღებს, ბიძინა ივანიშვილი პირადად უხდის მას ხელფასს იმიტომ, რომ უკადრებელი იკადროს“, - განაცხადა მელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა