ენგურის ხიდზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა

ენგურის ხიდზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა და მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ დაუდასტურა.

მისივე თქმით, შეზღუდვები დღეს დილით მოიხსნა.

მანამდე ადმინისტრაციულ საზღვარზე აფხაზეთიდან სამეგრელოს მიმართულებით მხოლოდ ქალებს და ბავშვებს ატარებდნენ.

არსებული ინფორმაციით, ენგურის ხიდზე გადაადგილების შეზღუდვა, სავარაუდოდ, სოხუმში 22 ნოემბერს მომხდარ მკვლელობას უკავშირდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს