გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ "ევროპული საქართველოს" წევრები საპარლამენტო თანამდებობების დატოვებით საერთაშორისო პარტნიორებთან გარკვეული მესიჯების გაგზავნას და სკანდალის შექმნას ცდილობენ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ "ევროპული საქართველოს" წევრები საპარლამენტო თანამდებობების დატოვებით ცდილობენ, საერთაშორისო პარტნიორებთან გარკვეული მესიჯები გაგზავნონ და სკანდალი შექმნან. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში მათთან თანამშრომლობა ნაყოფიერი არასდროს ყოფილა.

"ეს არის კივილ-წივილი, ცირკის მოწყობა - საქმეზე ლაპარაკი ჩვენ არასდროს გვქონია. ეს ფაქტია და თუ ამას იმას დაუმატებენ, რომ თანამდებობებიდან წავლენ, მხოლოდ იმისთვის, რომ სკანდალური შეკითხვები გამოიწვიონ და მესიჯები გააგზავნონ საერთაშორისო დონეებზე,"- აცხადებს გია ვოლსკი.

პირველი ვიცე-სპიკერი პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნასაც გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი პოპულიზმზე უარს იტყვიან.

"ამ ჩემმა კოლეგებმა თავი წარმოაჩინეს გარკვეული პოზიციით, რომელსაც სიღრმისეული შეფასება სჭირდება და არა ზედაპირზე გადასვლა და სკანდალური თემის მოგონება. ვისგან არიან ინსტრუქტირებულნი, მომავალი გვიჩვენებს. ვფიქრობ, საკმაოდ კრიტიკულები არიან, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, არ გაცდებიან და პოპულიზმში არ გადაიჭრებიან როგორც ზოგიერთი ჩვენი ყოფილი წევრი უმრავლესობის,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ „თიბისი კონცეპტის“ გალერეაში