გრიგორი კარასინი - გავაგრძელებთ ფიქრს, თუ როგორ, როდის და როგორი ფორმით განვაახლებთ პირდაპირ ავიარეისებს

გავაგრძელებთ ფიქრს, თუ როგორ, როდის და როგორი ფორმით განვაახლებთ პირდაპირ ავიარეისებს - განაცხადა რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრმა გრიგორი კარასინმა პრაღაში, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, ამ პრობლემის მოგვარების მყისიერი გადაწყვეტილება ახალ წლამდე მოსალოდნელი არ არის.

„ამ მიმართულებით წინსვლას გავაგრძელებთ. არ შეიძლება, ველოდოთ მყისიერად გადაწყვეტას ფრენების განახლების მიმართულებით ახალ წლამდე, მაგრამ გავაგრძელებთ ფიქრს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ, როდის და როგორი ფორმით განვაახლებთ პირდაპირ რეისებს. ამასთან დაკავშიშირებით შეთანხმება მიღწეულია. ვიფიქრებთ და დავაკვირდებით ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ტენდენციასა და რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით ქართულ საზოგადოებასა და თბილისის ქუჩებში არსებულ ატმოსფეროს. რა თქმა უნდა ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა