ერაყის უსაფრთხოების ძალებმა 45 დემონსტრანტი მოკლეს

ერაყის უსაფრთხოების ძალებმა გუშინ, ირანის საკონსულოზე თავდასხმის შემდეგ, 45 დემონსტრანტი მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სულ მცირე 29 ადამიანი დაიღუპა ქალაქ ნასირიას სამხრეთით, როდესაც უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს აქციის მონაწილეებს, რომლებმაც ხიდის ბლოკირება განახორციელეს. პოლიციისა და მედიკოსების ინფორმაციით, დაჭრილია ათეულობით ადამიანი.

რამდენიმე დემონსტრანტი მოკლეს სამართალდამცავებმა ქვეყნის დედაქალაქ ბაღდადში მდინარე ტიგროსთან ახლოს, სადაც აქციის მონაწილეების წინააღმდეგ საბრძოლო და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

მედიის ცნობით, უსაფრთხოების მიზნით ირანმა ერაყთან დამაკავშირებელი მეჰრანის სასაზღვრო გადასასვლელი ჩაკეტა.

შეგახსენებთ, რომ ერაყში საპროტესტო აქციები 1 ოქტომბრიდან დაიწყო. მოსახლეობა ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, უმუშევრობასა და კორუფციის მაღალ დონეს აპროტესტებს და ხელისუფლების გადადგომას მოითხოვს.

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად