ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საარჩევნო სისტემის ახალ მოდელს წარადგენენ

დღეს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საარჩევნო სისტემის ახალ მოდელს წარადგენენ, რომელიც ერთობლივი კონსულტაციების შედეგად შეიქმნა. პრეზენტაციას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დაესწრებიან, რომლებიც შეხვედრის დასასრულს მემორანდუმს მოაწერენ ხელს.

მემორანდუმზე ხელს 28 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია აწერს, რომელთა სიაც ასე გამოიყურება: „ახალი საქართველო“ - გიორგი ვაშაძე; „ახალი საქართველოსთვის“ - ნიკოლოზ ვაშაკიძე; „ახალი მემარჯვენეები“ - მანანა ნაჭყებია; „ახალი ქრისტიან - დემოკრატები“ - ნიკოლოზ ჯოგლიძე; „გამარჯვებული საქართველო“ - კონსტანტინე კემულარია; „გირჩი“ - იაგო ხვიჩია; დამოუკიდებელი დეპუტატი - ნატო ჩხეიძე; „ევროპელი დემოკრატები“ - პაატა დავითაია; „ევროპული საქართველო“ - გიგი უგულავა; „ემსახურე საქართველოს“ - მურმან დუმბაძე; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გრიგოლ ვაშაძე; „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“ - ნინო ბურჯანაძე; „ეროვნულ - დემოკრატიული პარტია“ - ბაჩუკი ქარდავა ; „თავისუფალი დემოკრატები“ - შალვა შავგულიძე; „თავისუფალი საქართველო“ - კახა კუკავა; „კანონი და სამართალი“ - თაკო ჩარკვიანი; „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთის“ - ნიკა მაჭუტაძე; „რესპუბლიკური პარტია“ - ხათუნა სამნიძე; „საზოგადოებრივი მოძრაობა ლელო“ - ბადრი ჯაფარიძე; „საზოგადოებრივი ორგანიზაცია - საქართველო ლიდერთა შორის“ - მამუკა გამყრელიძე; „სამართლიანობისთის“ - ეკა ბესელია; „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთის“ - ზურაბ ხარატიშვილი; „სამოქალაქო მოძრაობა“ - ალეკო ელისაშვილი; „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - შალვა ნათელაშვილი; „საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება“ - მანანა ჯებაშვილი; „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობა“ - გრიგოლ ჯოჯუა; „ქრისტიან - კონსერვატიული პარტია“ - შოთა მალაშხია; „შენების მოძრაობა“ - დავით უსუფაშვილი.

„ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის“ დარბაზში პრეზენტაცია დღეს, 15:00 საათზე დაიწყება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა