ლევან გოგიჩაიშვილი - „ქართული ოცნების" და „ნაცმოძრაობის“ იწილო - ბიწილო უკვე ძალიან შემაწუხებელია, ამის მიუხედავად, ვფიქრობთ, რომ პროცესი პარლამენტში  უნდა გადმოვიდეს

ქართული ოცნების" და „ნაციონალური მოძრაობის“ იწილო - ბიწილო უკვე ძალიან შემაწუხებელია ჩვენი საზოგადოებისთვის, ამის მიუხედავად, ვფიქრობთ, რომ პროცესი უნდა გადმოვიდეს პარლამენტში, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით, ხვალ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს შეხვდება.

მისივე თქმით,საერთაშორისო პარტნიორები ცდილობენ პროცესების მშვიდ გარემოში გადატანას, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა" და „ქართული ოცნება" ცდილობენ, თავიანთი „გამაღიზიანებელი ქცევებით საზოგადოებაში შფოთი შეიტანოს".

„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მშვიდობიანად მიგვიყვანს 2020 წლის არჩევნებამდე. ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ რადიკალიზაცია მხოლოდ ამ ორი პოლიტიკური ძალის დღის წესრიგს უწყობს ხელს. იმ ადამიანებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყანას აქვს მომავალი, ოღონდ მომავალი არის შემცირებული „ნაციონალური მოძრაობა" და „ქართული ოცნება", უნდა დატოვონ მინიმუმ ის მოლაპარაკების მაგიდა, სადაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად სხედან“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, პროცესი უნდა წავიდეს კონსტრუქციულ რეჟიმში.

„სასურველი იქნება, რომ 2020 წლის ხელისუფლება კოალიციური იყოს, რადგან ეს დაამშვიდებს ქვეყანას, მოგვცემს საშუალებას, რომ ქვეყანა ბოლო 30 წლის განმავლობაში იმართოს ბელადების დიქტატის გარეშე“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს