კარლ ჰარცელი - დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე განვიხილავთ

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს ეხმაურება. მისი თქმით, საკითხს ჟენევის მოლაპარაკებების მომავალ რაუნდზე დააყენებენ.

„ევროკავშირი, ისევე როგორც სხვა მხარეები აქტიურად არიან ჩართულნი ამ პროცესში. ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ პრობლემის მოგვარების გზები. ამ მიმართულებით სხვადასხვა საშუალებებით ვმუშაობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს უკანონო დაკავება გამოსწორდება. ჩვენ ვემზადებით ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის, რომელსაც შესაძლოა, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დაესწროს. მოლაპარაკებებზე ჩვენ ზოგად სიტუაციასაც განვიხილავთ, მათ შორის ისეთ ჰუმანიტარულ საკითხებს, როგორიცაა გადასასვლელების დროებითი ჩაკეტვა“, -განუცხადა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა