ცხინვალის რეჟიმის ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის დარღვევისა და ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის დარღვევისა და ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მკვიდრი გენადი ბესტაევი ცხინვალის რაიონის სოფელ ხელჩუასთან ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. ე.წ. უშიშროების კომიტეტის ცნობით, ჩხრეკისას მას მარიხუანა აღმოაჩნდა.

გენადი ბესტაევი ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს და მას ადგილობრივმა „სასამართლომ“ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა