დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საარჩევნო სისტემა იქნება.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ე.წ. გერმანული მოდელის დათმობას არ აპირებენ. თავის მხრივ, მმართველი გუნდის წევრები აღნიშნავენ, რომ ისინი ოპოზიციას კიდევ ერთხელ აუხსნიან, რომ მათ მიერ შეთავაზებული ფორმით „გერმანული მოდელი“ საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

შეხვედრას ესწრება საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, მმართველი გუნდის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, მათ შორის ამერიკის, გერმანიის და ევროკავშირის ელჩები.

იხილეთ ვიდეო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საარჩევნო სისტემა იქნება.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ე.წ. გერმანული მოდელის დათმობას არ აპირებენ. თავის მხრივ, მმართველი გუნდის წევრები აღნიშნავენ, რომ ისინი ოპოზიციას კიდევ ერთხელ აუხსნიან, რომ მათ მიერ შეთავაზებული ფორმით „გერმანული მოდელი“ საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

შეხვედრას ესწრება საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, მმართველი გუნდის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, მათ შორის ამერიკის, გერმანიის და ევროკავშირის ელჩები.

იხილეთ ვიდეო

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025