ვაჟა ბერიძე - მთავარი არა საარჩევნო სისტემაა, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და მეზობლების დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

- ბატონო ვაჟა, საქართველოში ევროკავშირის საელჩოს ინიციატივით გამართული შეხვედრა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის უშედეგოდ დასრულდა.

ხელისუფლებამ ოპოზიციის მოთხოვნაზე – 2020 წლის არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელის მოდერნიზებული ვარიანტით ჩატარება – უარი განაცხადა. თუ ამ შეხვედრამდე საარჩევნო თემაზე მმართველი გუნდის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს, ასევე სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებას - „ჩვენ ანგარიში გავუწიეთ ჩვენი პარტნიორების რჩევას და შევხდით ოპოზიციას“ გავითვალისწინებთ, მოულოდნელი არაფერი მომხდარა.

თქვენ როგორ შეაფასებდით მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების პირობებში პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის წინადადებებზე ხელისუფლების უარის თქმის შემდეგ შეხვედრის მონაწილეების მიერ გაკეთებულ განცხადებებს?

- ქვეყანაში დესტაბილიზაცია სულ უფრო რეალური ხდება. ვიდრე წარუმატებელი და უშედეგო შეხვედრის თაობაზე მოგახსენებთ, ეს მინდა ვთქვა ცალსახად და მკაფიოდ. ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, ეს საფრთხე უნდა დავინახოთ და ადეკვატურად ვიმოქმედოთ. სხვა შემთხვევაში, პროცესები გარკვეულ მიჯნას გადასცდება და ყველაფერი გვიანი იქნება. აქვე ხაზი უნდა გავუსვათ, რომ დესტაბილიზაცია საქართველოში ხელს აძლევს ყველას, ყველა შიდა და გარე აქტორს.

მოვლენათა მშვიდი განვითარების შემთხვევაში „ქართული ოცნება“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ვერ მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, ანუ ვერ დააკომპლექტებს მთავრობას. და ამას ვერ მოახეხებს ვერც პროპორციული და ვერც შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში.

მოვლენათა მშვიდი განვითარების შემთხვევაში „ქართული ოცნება“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ვერ მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, ანუ ვერ დააკომპლექტებს მთავრობას. და ამას ვერ მოახეხებს ვერც პროპორციული და ვერც შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში

„ოცნებას“ არ ჰყავს პოტენციური მოკავშირეები, რომლებიც მისი პარტნიორები გახდებიან მომავალ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. „ნაციონალები“ და მისი მოკავშირეები ავტომატურად გამოირიცხება. ხაზარაძესთან მათი ალიანსი, წარმოუდგენელია. „პატრიოტებთან“ თანამშრომლობა ფაქტობრივად და რეალურად, გამორიცხულია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მისგან წარმოშობილი პოლიტიკური სუბიექტებისთვის, პროპორციული არჩევნების პირობებშიც კი, რომელიც უბლოკო და ნულოვან ბარიერს გულისხმობს, გამარჯვება შეუძლებელი იქნება, რადგან ასეთი ვითარება დაბალრეიტინგული პარტიების შანსებს ზრდის, რომლებიც უპირატესად სახელისუფლო ძალისკენ გადაიხრებიან.

უბლოკო და ნულოვანი ბარიერის შემთხვევაში, ერთის მხრივ „ოცნების“ და მეორე მხრივ პრორუსული ძალების შანსები იზრდება, მაგრამ არა იმდენად, რომ მათ გაიმარჯვონ და დამოუკიდებლად, ან ხელისუფლებასთან ერთად, მთავრობის დაკომპლექტებაზე იოცნებონ.

ახლა დიდ მოთამაშეებზეც ვთქვათ. საქართველოში პრორუსული ძალების წინა პლანზე გადმოსვლა ქვეყანაში არსებული სტატუს–კვოს დანგრევის გარეშე შეუძლებელია, რასაც დესტაბილიზაცია უეჭველი გააკეთებს.

საქართველოში პრორუსული ძალების წინა პლანზე გადმოსვლა ქვეყანაში არსებული სტატუს–კვოს დანგრევის გარეშე შეუძლებელია, რასაც დესტაბილიზაცია უეჭველი გააკეთებს

თუ შეერთებული შტატები განიხიბლება ივანიშვილისა და “ქართული ოცნების“ ხელისუფლებით, რის სიმპტომებსაც მე ამ ეტაპზე ვერ ვხედავ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი უეჭველად „ერთიანი ნაცმოძრაობის“ და მასთან აფილირებული ძალების მოყვანას შეეცდება ხელისუფლებაში, რაც ქართული საზოგადოებისთვის, მისი უმრავლესობისთვის, მიუღებელია და ვითარების დესტაბილიზაციის გარეშე არ მოხერხდება.

ასე რომ, მთავარი არა საარჩევნო სისტემაა, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და მეზობლების დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი.

დიპლომატიური კორპუსის ინიციატივა დროული და მისაღები იყო, მაგრამ მხარეების მზაობა კომპრომისისთვის არ არსებობს. ასეთ ვითარებაში უშედეგო რეზულტატი სრულიად ბუნებრივია. ეს იყო შეხვედრა შეხვედრისთვის.

მხარეები და გნებავთ, შუამავლებიც, იმაზე კი არ მსჯელობენ, რომელი საარჩევნო სისტემა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის მისაღები და რომელი სისტემა შეუწყობს ხელს ამომრჩევლის ნების უფრო ადეკვატურ ასახვას, არამედ ორივე მხარე ცდილობს საზოგადოებას ის ვარიანტი მოახვიოს თავს, რომელიც მის გამარჯვებას უზრუნველყოფს. შერეულში გაცილებით მეტი შანსი ექნება „ოცნებას“, პროპორციულის შემთხვევაში, შანსი უჩნდება ოპოზიციას.

მთავარი არა საარჩევნო სისტემაა, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და მეზობლების დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი

შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავალი არ არსებობს. თითქოსდა ვენეციის კომისიისთვის მიმართვა იქნებოდა გამოსავალი, მაგრამ ამ შემთხვევაში, თანახმა ორივე მხარე უნდა იყოს. „ოცნებისგან“ ამის მოთხოვნა საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის ტოლფასია – რატომ უნდა დათანხმდეს პროპორციულ არჩევნებს, სადაც მისი შანსები ნაკლებია.

თუმცა, ბუნებრივია, ივანიშვილმა მიუტევებელი პოლიტიკური შეცდომა დაუშვა პროპორციული არჩევნების 2020–ში გადმოწევის დაპირებით და შემდგომ მისი შეუსრულებლობით, რისთვისაც მან პოლიტიკური ფასი არჩევნებზე უნდა გადაიხადოს, თორემ ობიექტურად, პროპორციულს, შერეულს და სრულად მაჟორიტარულ სისტემასაც აქვს თავისი პლუსები და მინუსები.

ორივე მხარე ცდილობს საზოგადოებას ის ვარიანტი მოახვიოს თავს, რომელიც მის გამარჯვებას უზრუნველყოფს. შერეულში გაცილებით მეტი შანსი ექნება „ოცნებას“, პროპორციულის შემთხვევაში, შანსი უჩნდება ოპოზიციას

სამივე მიესადაგება ქართული დემოკრატიის განვითარების დონეს. არგუმენტს, რომ მაჟორიტარულ ოლქებს სულ ხელისუფლება იგებს, ნიადაგი ეცლება, თუკი ჩახედავთ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც მაშინ ოპოზიაში მყოფმა „ოცნებამ“ საუცხოო შედეგს მიაღწია.

- ხელისუფლების მიერ ინიცირებულ მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე უარის თქმის მიზეზებზე საკმაოდ ბევრი ითქვა.

ამ თემაზე მსჯელობისას სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „ივანიშვილმა შესანიშნავად იცის, რა იყო პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირების უკან წაღების ნამდვილი მოტივი - ესაა შიში ერთპიროვნული ძალაუფლების დაკარგვის, რომელიც გარდაუვალია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობებში“.

თქვენი აზრით, ამ საკითხში ხელისუფლების საკმაოდ ხისტი და შეუვალი პოზიცია რამდენად შეიძლება უკავშირდებოდეს ივანიშვილისა და მმართველი ძალის შიშს, რომ ისინი რეალურად დაკარგავენ ძალაუფლებას?

- იაგო მაღალი დონის პროფესიონალია და ივანიშვილის პიროვნების და „ოცნების“ ხელისუფლების მისეული ანალიზი უაღრესად საინტერესოა. მეც არაერთხელ შემიფასებია ივანიშვილის მმართველობა და „ოცნების“ ხელისუფლება.

მიუხედავად იმისა, რომ არაფორმალური მმართველობისა და „ოცნების“ ხელისუფლების კრიტიკას მთელი ეს შვიდი წელი არ მოვრიდებივარ, ივანიშვილის ტელეინტერვიუს შეფასებისას ულმობელი არ ვიქნებოდი. ამჯერად მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ივანიშვილი არ ებღაუჭება ძალაუფლებას. მას გულწრფელად უნდოდა და უნდა ამ ქვეყანას ემსახუროს. ივანიშვილს თავისი წარმოდგენა აქვს ამ სამსახურის ფორმაზე, რაობასა და ვადაზეც კი – ის 2030–მდე აპირებს ქვეყნის მართვას.

ივანიშვილმა მიუტევებელი პოლიტიკური შეცდომა დაუშვა პროპორციული არჩევნების 2020–ში გადმოწევის დაპირებით და შემდგომ მისი შეუსრულებლობით, რისთვისაც მან პოლიტიკური ფასი არჩევნებზე უნდა გადაიხადოს

სხვა საქმეა, რომ ამ მმართველობის ფორმა – არაფორმალური ლიდერის ერთპიროვნული ძალაუფლება ქვეყნისთვის არ აღმოჩნდა ეფექტური და ეფექტიანი. რატომ? ეს ვრცელი განსჯის საგანია, რაც ბოლო შვიდი წლის პოლიტიკის დეტალურ ანალიზს მოითხოვს და ამის გაკეთებას, ბუნებრივია, ამჯერად ამ ფორმატში ვერ შევძლებ.

სხვა თემაა, რომ ხელისუფლებას არ აქვს მკაფიო ეკონომიკური პოლიტიკა და სოციალური პრობლემების მოგვარების ხედვა. ივანიშვილს მიაჩნია, რომ მეტის გაკეთება ამ სიტუაციაში, ამ საშინაო და საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით, შეუძლებელია და საზოგადოება უნდა დასჯერდეს იმას, რასაც ის და მისი მთავრობა აკეთებს.

მიუხედავად იმისა, რომ არაფორმალური მმართველობისა და „ოცნების“ ხელისუფლების კრიტიკას მთელი ეს შვიდი წელი არ მოვრიდებივარ, ივანიშვილის ტელეინტერვიუს შეფასებისას ულმობელი არ ვიქნებოდი... ივანიშვილი არ ებღაუჭება ძალაუფლებას. მას გულწრფელად უნდოდა და უნდა ქვეყანას ემსახუროს

ივანიშვილი არც 2030–მდე ერთპიროვნულ მმართველობას აღარ აპირებს, თუ სათანადო პოლიტიკური ძალები და პიროვნებები გამოჩნდებიან, გავიწევი გვერდზეო, ტელეინტერვიუში განაცხადა ახლახანს, მაგრამ ეს სათანადო ძალები რომლები არიან და რომლები იქნებიან თავად ბატონმა ბიძინამ რომ უნდა განსაზღვროს და არა ქართველმა ხალხმა, ქართულმა საზოგადოებამ, აქაა პრობლემა.

ხელისუფლებას არ აქვს მკაფიო ეკონომიკური პოლიტიკა და სოციალური პრობლემების მოგვარების ხედვა. ივანიშვილს მიაჩნია, რომ მეტის გაკეთება ამ სიტუაციაში, ამ საშინაო და საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით, შეუძლებელია და საზოგადოება უნდა დასჯერდეს იმას, რასაც ის და მისი მთავრობა აკეთებს

- უკვე ვიცით, რომ ოპოზიციური პარტიები და მოძრაობები, რომლებმაც საქართველოში ევროკავშირის საელჩოში გამართულ შეხვედრამდე ხელი მოაწერეს მემორანდუმს არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარების შესახებ, გააგრძელებენ ბრძოლას.

ერთი მხრივ აქტიურად ითანამშრომლებენ ეუთოსთან, დაელოდებიან მათგან პასუხს, თუ რამდენად შეესაბამება მათი მოთხოვნა საქართველოს კონსტიტუციას, ხოლო მეორე მხრივ გააგრძელებენ ქუჩის აქციებს.

თქვენ როგორ შეაფასებდით ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, იმ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც პრაქტიკულად ქუჩაშია გადასული და როგორც ჩანს, ევროკავშირის საელჩოში გამართული უშედეგო შეხვედრის შემდეგ გაგრძელდება?

- ჯერ მოდით, შევთანხმდეთ მთავარზე – ვის აძლევს ხელს სიტუაციის დესტაბილიზაცია საქართველოში? შესაძლოა, თქვენ არ დამეთანხმოთ და ჩვენ ვერ შევთანხმდეთ, მაგრამ მე მჯერა, რომ მოვლენები, ივნისიდან მოყოლებული, საქართველოში, რუსული სცენარით ვითარდება. ის, რაც ბოლო 6 თვის განმავლობაში ხდება, წარმატებული რუსული სპეცოპერაციაა.

ვინმეს თუ ჰგონია, რომ რუსეთს არ აქვს თავისი „ტვინის ტრესტების“ და სპეცსამსახურების მიერ მომზადებული გეგმა საქართველოსთან მიმართებაში, გულუბრყვილოა და ცდება.

ივანიშვილი არც 2030–მდე ერთპიროვნულ მმართველობას აღარ აპირებს, თუ სათანადო პოლიტიკური ძალები და პიროვნებები გამოჩნდებიან, გავიწევი გვერდზეო.. მაგრამ ვინ იქნებიან ისინი თავად ბატონმა ბიძინამ რომ უნდა განსაზღვროს და არა ქართველმა ხალხმა, ქართულმა საზოგადოებამ, აქაა პრობლემა

ვისაც ჰგონია, რომ რუსეთი საქართველოში შეეცდება მხოლოდ პრორუსული ძალების მეშვეობით განახორციელოს გეგმა, ისიც გულუბრყვილოა და მიამიტი. „ჰიბრიდული ომი“ სწორედაც რომ ინვარიანტულია და ყველა ძალის გამოყენებას გულისხმობს პროდასავლური იქნება ის, თუ პრორუსული.

ბრიტანეთში რუსეთი ნაიჯელ ფარაჯს და ბრექსიტის პარტიას კი არ აფინანსებს, არამედ კონსერვატორებს, საფრანგეთში ლე პენსაც გულშემატკვრობს და ყვითელჟილეტიანებსაც, ხოლო შიგადაშიგ მაკრონი და მერკელი მისთვის ხელსაყრელ განცხადებებს აკეთებენ. ამიტომ, ნუ გვგონია, რომ საქართველოში ის „ერეკლე მეორის საზოგადოების“ იმედად რჩება...

ვისაც ჰგონია, რომ რუსეთი საქართველოში შეეცდება მხოლოდ პრორუსული ძალების მეშვეობით განახორციელოს გეგმა, ისიც გულუბრყვილოა და მიამიტი. „ჰიბრიდული ომი“ სწორედაც რომ ინვარიანტულია და ყველა ძალის გამოყენებას გულისხმობს პროდასავლური იქნება ის, თუ პრორუსული

რაც შეეხება ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, რომელსაც საქართველოში ამდენი ხანია ელჩი არ გამოუგზავნია, მისი პოლიტიკური კლასი პრეზიდენტ ტრამპს უპირისპირდება და ასეთ პირობებში საქართველოსთან მიმართებაში პრინციპულ საკითხებზე შეჯერება ძალიან გაუჭირდება.

ის ფენა, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში აქტიურობს და ძირითადად წინა ადმინისტრაციის პერიოდში ჩამოყალიბებულ ჯგუფს ეყრდნობა, ახალ ადმინისტრაციას არწმუნებს, რომ ივანიშვილის მთავრობა არაეფექტურია და იგი ისევ „ნაციონალებით“ უნდა იქნას ჩანაცვლებული. და რახან ქართული საზოგადოების უმრავლესობა ამას არ ეთანხმება, დესტაბილიზაცია მიზნის მისაღწევად ურიგო საშუალებად არ გამოიყურება.

ის ფენა, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში აქტიურობს და ძირითადად წინა ადმინისტრაციის პერიოდში ჩამოყალიბებულ ჯგუფს ეყრდნობა, ახალ ადმინისტრაციას არწმუნებს, რომ ივანიშვილის მთავრობა არაეფექტურია და იგი ისევ „ნაციონალებით“ უნდა იქნას ჩანაცვლებული. და რახან ქართული საზოგადოების უმრავლესობა ამას არ ეთანხმება, დესტაბილიზაცია მიზნის მისაღწევად ურიგო საშუალებად არ გამოიყურება

კიდევ ერთი ასპექტი საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენი ქვეყანა ბოლო 20 წელია რუსეთ-აშშ–ს დაპირისპირებაში ფაქტორი გახდა. „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ რუსეთთან მიმართებაში საქართველოს გამოყენებას ცდილობენ. ცნობილ ანალიტიკოსს, ირაკლი გოგავას მიაჩნია, რომ რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების დაძაბვა სწორედ ამ კონტექსტითაა განპირობებული.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენმა ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც თავის სტრატეგიას უნდა მისდიოს. სიმწვავის ხარისხი, რა თქმა უნდა, თავად უნდა განსაზღვრონ, მაგრამ ისე, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესები არ დააზიანონ და დესტაბილიზაციასა და ქაოსამდე სიტუაცია არ მიიყვანონ.

ჩვენმა ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც თავის სტრატეგიას უნდა მისდიოს. სიმწვავის ხარისხი, რა თქმა უნდა, თავად უნდა განსაზღვრონ, მაგრამ ისე, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესები არ დააზიანონ და დესტაბილიზაციასა და ქაოსამდე სიტუაცია არ მიიყვანონ

- ვხედავთ, რომ ხელისუფლება ცდილობს ქუჩაში გადასული პოლიტიკური პროცესი მხოლოდ „ნაცმოძრაობას“ დაუკავშიროს. მეტიც, ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს იმაში, რომ თუ ისინი 2020 წლის არჩევნებზე მხარს „ოცნებას“ არ დაუჭერენ, ხელისუფლებაში სააკაშვილი და „ნაციონალები“ დაბრუნდებიან და როგორც დეპუტატმა უმრავლესობიდან სოფიო კილაძემ თქვა, ხალხს „გაატყავებენ“.

სოციოლოგიითა და გამოკითხვებით ჯერ მხოლოდ ის ჩანს, რომ ამომრჩევლების ხმათა უმრავლესობით ხელისუფლებაში მოსვლის შანსი „ნაციონალებს“ არ აქვთ, მაგრამ მაჟორიტარული სისტემით არჩევნების გარეშე ხელისუფლების შენარჩუნება „ქართულ ოცნებასაც“ გაუჭირდება.

ვხედავთ, რომ ხელისუფლებას არ სურს მომავალ პარლმენტში არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობა, ხოლო ოპოზიციურ სპექტრს, მიუხედავად მათი სხვადასხვაობისა, თეორიულად აქვს შანსი „ქართული ოცნების“ გარეშე შექმნას კოალიცია.

დღეს თუ რამ ცხადად ჩანს, ეს პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის პრობლემა და ამ ძალებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის კულტურის არარსებობაა. სხვათა შორის, ამაზე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ყურადღება ამირან სალუქვაძემაც გაამახვილა.

თქვენც ხომ არ ფიქრობთ, რომ ქართული პოლიტიკის პრობლემა სწორედ იმაშია, რომ პოლიტიკურ ძალებს ქვეყნის სასიკეთოდ თანამშრომლობის არც ტრადიცია აქვთ და არც გამოცდილება?

- პოლიტიკური ველის პოლარიზება სერიოზული პრობლემაა. ჩვენი საპარლამენტო პარტიები იმაზეც კი არ არიან საერთო პლატფორმაზე, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი ურყევია და გადახედვას არ ექვემდებარება. ბუნებრივია, ასეთი უკომპრომისობა აზიანებს ქვეყნის იმიჯს, აღმშენებლობის პროცესს, სოციალური პრობლემების მოგვარებასაც კი უშლის ხელს.

ვთქვათ, თუ „ოცნების“ ხელისუფლებამ დააგო გზები და ააგო ხიდები რომელიმე რეგიონში, ეს ყველა ოპოზიციას ცუდად ხვდება გულზე. ჯანდაცვის პროგრამა რომ მუშაობს და ხალხი ამით კმაყოფილია, ესეც ოპოზიციის სერიოზული წუხილის საგანია.

და როცა მთავრობა იწყებს ამ მამართულებით ფინანსების ხარჯვის შესწავლას, კონტროლს და ოპტიმიზაციას, ესეც უაპელაციო კრიტიკის საგანი ხდება და არა მხარდაჭერის. ის ვითარება, რომ პოლიტიკური პარტიები, ძირითადად, არ თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან, კატეგორიულად მიუღებელია.

ის ვითარება, რომ პოლიტიკური პარტიები, ძირითადად, არ თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან, კატეგორიულად მიუღებელია

მართვადი ოპოზიციის შექმნა, შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული, ყველა ხელისუფლების ოცნება იყო და კარგია რომ არ ახდა, მაგრამ მთავრობასა და სხვადასხვა მიმართულების ოპოზიციურ ძალებს შორის ყველასათვის მისაღებ საკითხებზე თანამშრომლობა პოლიტიკურ ტრადიციად უნდა ჩამოყალიბდეს.

- ამ პროცესში ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებთ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აქტიურობას. „ნაცმოძრაობა“ რომ ამ პროცესში ჩართულია, გასაგებია, მაგრამ პარალელურად ვხედავთ, რომ სააკაშვილი ურიგდება თავის ყოფილ ოპონენტებს. რაც, „ნაცმოძრაობის“ რებრენდინგს აშკარად არ გავს.

სააკაშვილზე საუბრისას „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში თქვენ გაქვთ ნათქვამი - „ცდებიან ისინი, ვინც თვლის, რომ სააკაშვილი გაჭრილი კარტია“. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ პროცესებში სააკაშვილის მონაწილეობას, თქვენი დაკვირვებით, რისთვის ემზადება ქვეყნის მესამე პრეზიდენტი?

- მმართველობის მეშვიდე წელს „ოცნების“ პარტაქტივი „დემიშიზაციის“ ლოზუნგით აქციას რომ მართავს, ეს ცოტა კომიკურად გამოიყურება, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ე.წ. კოჰაბიტაცია ხელისუფლებაში მოსული „ოცნების“ მიერ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის ანგარიშის გაწევა იყო უწინარეს ყოვლისა. შესაძლოა, ბიძინამ „გადაბირებულების“ მორჩილების დიდ ცდუნებას ვერ გაუძლო, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, სააკაშვილი დღესაც ფაქტორია.

„ნაციონალების“ მიერ გაერთიანებული ოპოზიციის რეალური რეიტინგის 60%–იც, ჩემი აზრით, მიშა სააკაშვილის დამსახურებაა. ის არ არის ჩართული პროცესებში, მაგრამ ის იგრძნობა ყველგან, მიუხედავად იმისა, რომ ამ ოპოზიციაშიც ის ბევრს არ ეხატება გულზე.

სააკაშვილი აბსოლუტურად სწორად მოუწოდებდა ბრძოლის ფორმების რადიკალიზაციისკენ, როცა სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერობისთვის იბრძოდა. იმ მომენტში სხვა შანსი ოპოზიციას არ ჰქონდა. ის მოიაზრება 20–21 ივნისის პარლამენტზე შტურმის უკანაც.

სააკაშვილი სწორად ცდილობს გიგა ბოკერიაზე იერიშის მიტანას, რადგან სადაც ბოკერიაა, იქ მიშას აბსოლუტურ ლიდერობას საფრთხე ექმნება. მას სამართლიანად აშფოთებს ბოკერიას ფაქტორი და ეს გამოჩნდა გუბაზ სანიკიძის და ვალერი გელბახიანის მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებებში.

სააკაშვილი სწორად ცდილობს გიგა ბოკერიაზე იერიშის მიტანას, რადგან სადაც ბოკერიაა, იქ მიშას აბსოლუტურ ლიდერობას საფრთხე ექმნება. მას სამართლიანად აშფოთებს ბოკერიას ფაქტორი და ეს გამოჩნდა გუბაზ სანიკიძის და ვალერი გელბახიანის მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებებში

ამიტომ, დიახაც, მიშა კოზირია. ოღონდ, რამდენად არის ჯოკერი, უახლოეს მომავალში გამოჩნდება. არა, მას ამ შემთხვევაში არ აქვს კონკრეტული სამიზნე, ის არ უმიზნებს, ამ ეტაპზე, პრემიერობას, ან პრეზიდენტობას. მაგრამ ისევ ემზადება დიდი როლის შესასრულებლად საქართველოში უახლოეს მომავალში.

თქვა კიდეც ამასწინათ - ჩემს თავს მოვიაზრებო ანაკლიის თავისუფალი ეკონომიკური ზონის ხელმძღვანელად, სადაც უნდა, რომ თავისი რეფორმატორული კარიერა გააგრძელოს და წარმატებული ანკლავი შექმნას, თუნდაც კავკასიის სინგაპური, რომელიც იქნება საქართველოც და საქართველოზე მეტიც.

დიახაც, მიშა კოზირია, ოღონდ, რამდენად არის ჯოკერი, უახლოეს მომავალში გამოჩნდება

იოცნებოს, მანამდე კი, ყოველი შემთხვევისთვის, განცხადებას აკეთებს იმის თაობაზე, რომ ტრადიციები, მართლმადიდებლობა და ეროვნული ღირებულებები იყო და არის მისთვის მთავარი, რაშიც ადრე გიგა ბოკერია უშლიდა ხელს და ეწინააღმდეგებოდა.

და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თქვენ შეგიძლიათ მითხრათ, რომ არ ვარ მართალი, როცა ვამბობ, რომ საკაშვილი არ არის გაჭრილი კარტი?!

- გასული კვირიდან მოყოლებული საზოგადოების სხვადასხვა წრეებში აქტიურად განიხილება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ვრცელი ინტერვიუ.

როგორც მოსალოდნელი იყო, ხელისუფლების მხარდამჭერები აღფრთოვანებული არიან. ოპონენტები გაბრაზებულები იმის გამო, რომ ხელისუფლებაში მოსვლის მეშვიდე წელს ივანიშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხალხს მესამე წელს ვითარების საგრძნობლად გაუმჯობესებას პირდებოდა, ახლა საზოგადოებას ევროპის ქვეყნებში დასაქმებისთვის ხელშეწყობას დაჰპირდა.

თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა „ქართული ოცნების " ლიდერის სატელევიზიო გამოსვლამ?

- რახან კითხვა პირდაპირ დამისვით, მეც პირდაპირ გიპასუხებთ, არა ისე, როგორც სხვა შემთხვევაში გიპასუხებდით, თუ იქნებოდა, ასე ვთქვათ, „დისჯანქთივ“ შეკითხვა, ანუ განმყოფელი კარგისა და ცუდის ამ უდავოდ ივანიშვილის მმართველობისთვის, შეიძლება ითქვას, სანიშანსვეტო გამოსვლაში.

ივანიშვილის ინტერვიუ იყო შვიდწლიანი მმართველობის შეჯამება. გამოსვლა იყო უაღრესად საინტერესო, რომელიც მოცულობით სააზროვნო მასალას აძლევს როგორც პოლიტიკის ანალიტიკოსებს, ისე ივანიშვილის ბიოგრაფებს და ფსიქოანალიტიკოსებს.

ივანიშვილის ინტერვიუ იყო შვიდწლიანი მმართველობის შეჯამება. გამოსვლა იყო უაღრესად საინტერესო, რომელიც მოცულობით სააზროვნო მასალას აძლევს როგორც პოლიტიკის ანალიტიკოსებს, ისე ივანიშვილის ბიოგრაფებს და ფსიქოანალიტიკოსებს

ივანიშვილმა ახსნა, რატომ ვერ შეასრულა შვიდი წლის წინანდელი ყველა დაპირება. გვითხრა, როგორ ხედავს ქვეყნის მომავალს უახლოეს წლებში. გაგვაფრთხილა, რომ მნიშვნელოვან წინსვლას არ უნდა ველოდეთ და არ იქნება ურიგო, თუ მიღწეულს დავაფასებთ და შევინარჩუნებთ.

რა თქმა უნდა, იყო ჩავარდნებიც. ყველა თვალსაზრისით გაუმართლებელი იყო დასაქმების პრობლემის გადაწყვეტის მისეული ხედვა. პოლიტიკურად გაუმართლებელი მისი გულწრფელი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ გუნდი 2012 წელს პრაქტიკულად ამერიკელებმა დაუკომპლექტეს. ამ პასაჟით მიგვანიშნა, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან შეთანხმების გარეშე არცერთ პრინციპულ ნაბიჯს არ გადადგამს.

არ იყო პოლიტიკური აქცენტის თვალსაზრისით, ვფიქრობ, მართებული მისი განცხადება იმის თაობაზე, რომ კონგრესს და სენატს მისწერს წერილს, თუ როგორ არასწორად და არამიზნობრივად იხარჯება ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ფული საქართველოში არასამთავრობო სექტორის მიერ ამერიკული ინტერესების საზიანოდ. მაგრამ ამ ადამიანს დავუფასოთ თავისი გულწრფელობის მაღალი ხარისხი, რაც მას, როგორც ადამიანს და პოლიტიკოსს, გამოარჩევს.

და კიდევ ერთიც, როცა ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდს ვაფასებთ, არაფორმალური მმართველობის შეუთავსებლობაზე ვსაუბრობთ დემოკრატიულ პრინციპებთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ქველმოქმედი და ქვეყნის მოამაგეა და გულწრფელად უნდა ჩვენი ქვეყნის სიკეთე. თუ ბევრი რამ არ გამოსდის, ეს იმიტომ, რომ პოლიტიკა სულ სხვა სფერო და მეცნიერებაა, სადაც ის არ არის ძლიერი.

ივანიშვილს უნდა დავუფასოთ თავისი გულწრფელობის მაღალი ხარისხი, რაც მას, როგორც ადამიანს და პოლიტიკოსს, გამოარჩევს... არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ქველმოქმედი და ქვეყნის მოამაგეა და გულწრფელად უნდა ჩვენი ქვეყნის სიკეთე. თუ ბევრი რამ არ გამოსდის, ეს იმიტომ, რომ პოლიტიკა სულ სხვა სფერო და მეცნიერებაა, სადაც ის არ არის ძლიერი

- ამავე თემაზე საუბრისას სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „ივანიშვილს მოსმენაც კი არ უნდა განსხვავებული აზრის და შეფასებების. თუმცა, დახშული ჯავშანი, რომელიც ივანიშვილმა მოირგო, იმდენად ვიწრო და ხისტია, რომ ძალიან გაუჭირდება მისით თავდაცვა“.

მისივე აზრით - „ქართულ ოცნებას“ მძიმე გამოზამთრება და, ზოგადად, საარჩევნო წელი ელოდება.“იმ პროცესების გათვალისწინებით, რაც ახლა ჩვენში ხდება, სხვათა შორის არა მარტო ქუჩაში, არამედ საზოგადოებრივ განწყობებში, თქვენი დაკვირვებით სავარაუდოდ როგორ განვითარდება პროცესები არა მარტო ზამთარში, არამედ არჩევნებამდე დარჩენილ დროში?

- მე არც ვანგა ვარ და არც ნოსტრადამუსი. არადა, ორივეს ნათელმხილველობაა საჭირო იმისთვის, რომ საკმაოდ დაძაბული მომავალი წლის პერიპეტიები დააპროგნოზო.

შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ არსებობს საფრთხე, ქვეყანა ჩათრეულ იქნას ახალ კონფლიქტებსა და დავიდარაბაში. ამას ყველა პარტია იგნორირებას უკეთებს, ყველა თავისი სამრეკლოდან რეკავს, ყველა თავისას მიერეკება.

ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, ვითარება, მაგონებს სირიას XX-XXI საუკუნების მიჯნაზე, როცა ასადების ოჯახი არაბული სოციალიზმის სიმშვიდით ტკბებოდა უძველესი ცივილიზაციის მოწმე ძეგლების ფონზე და არც რამე მოასწავებდა ქარიშხალს თუ „არაბულ გაზაფხულს“.

არსებობს საფრთხე, ქვეყანა ჩათრეულ იქნას ახალ კონფლიქტებსა და დავიდარაბაში. ამას ყველა პარტია იგნორირებას უკეთებს, ყველა თავისი სამრეკლოდან რეკავს, ყველა თავისას მიერეკება

უფრო მეტი წინააღმდეგობების კვანძია საქართველო. ბევრი მსოფლიო მოთამაშის და მეზობლის ინტერესების კვეთა ხდება კავკასიაში. ასე რომ, რეალური, ხილული პერსპექტივა ვერ არის დამაიმედებელი.

ჩვენი, თითოეული მოქალაქის და ყველა პარტიის ვალია, საჩვენოდ გამოვიყენოთ გლობალური მოთამაშეების ინტერესების დაპირისპირება და არ ჩავრთოთ ქვეყანა დესტაბილიზაციის სპირალში.

- დამკვირვებელთა ნაწილი ამ შეხვედრის გამართვამდე თვლიდა, რომ ახლა ბევრი რამ დამოკიდებული იქნებოდა იმაზე, თუ რა დონისა და ტიპის ზეწოლა ექნებოდა დასავლეთს ივანიშვილზე.

რადგან ხელისუფლება ოპოზიციის მოთხოვნების გათვალისწინებას არ აპირებს, ამ შეხვედრების შედეგებისა და ხელისუფლების პოზიციების გათვალისწინებით, რა უნდა ვიფიქროთ - ამ საკითხში ივანიშვილს დასავლეთის აზრი არ აინტერესებს, თუ დასავლეთმა უკვე მიიღო ივანიშვილის პირობები?

- ზეწოლა ივანიშვილზე ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის აშშ–ის მხრიდან არ ხორციელდება. სხვა შემთხვევაში, საქართველოში ხელისუფლების ჩანაცვლებას დასჭირდებოდა 6–8 თვე.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ტრამპის ადმინისტრაციასა და მის ოპოზიციას შორის ბევრ საკითხზე შეთანხმება ვერ ხერხდება. ყოვნდება ახალი ელჩის დანიშვნა. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ელჩების შერჩევა იოლი საქმე არ არის, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ უკრაინაში აშშ–ის წინა ელჩი ქალბატონი იოვანოვიჩი სერიოზულ სკანდალში გაეხვა.

ზეწოლა ივანიშვილზე ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის აშშ–ის მხრიდან არ ხორციელდება. სხვა შემთხვევაში, საქართველოში ხელისუფლების ჩანაცვლებას დასჭირდებოდა 6–8 თვე

ამდენად, ასეთი ზეწოლა ზოგადად დასავლეთისგან მოსალოდნელი არ არის. ისინი კარგად ინფორმირებულები და საქმეში ჩახედულები არიან საიმისოდ. რომ უფრო მეტად არ არიონ სიტუაცია ქვეყანაში.

აი, რუსული სცენარის გათვალისწინებით კი არის მოსალოდნელი პირდაპირი და ირიბი ზეწოლა ივანიშვილზე. მან ვერ შეძლო შვიდი წლის განმავლობაში საქართველო რუსული ორბიტისკენ მიებრუნებინა, რასაც რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქისგან კრემლი ელოდა და რაც ივანიშვილს, ვფიქრობ, არც მოუნდომებია, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა მოსკოვი ზედმეტად არ გაეღიზიანებინა.

რუსული სცენარის გათვალისწინებით კი არის მოსალოდნელი პირდაპირი და ირიბი ზეწოლა ივანიშვილზე

ანაკლიის პორტის თემამ სიტუაცია გაამძაფრა, ხოლო 2020 წლის გაზაფხულზე ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიებსა და საქართველოში ნატოს მასშტაბური წვრთნების განხორციელების პერსპექტივამ, ვფიქრობ, ჩრდილოელი მეზობელი კიდევ უფრო გააღიზიანა.

აი, რუსეთიდან, კი ივანიშვილი ზეწოლის გაძლიერებას უნდა ელოდოს. თავსატეხი არც ისე იოლად ამოსახსნელია, აშშ ერთი მხრივ შავი ზღვის უსაფრთხოებას ეროვნული ინტერესების საგნად აცხადებს, და მეორე მხრივ, რაღაც მომენტში, შავ ზღვაში თავისი სამხედრო გემების გაგზავნისგან თავს იკავებს.

აი, რუსეთიდან კი ივანიშვილი ზეწოლის გაძლიერებას უნდა ელოდოს. თავსატეხი არც ისე იოლად ამოსახსნელია, აშშ ერთი მხრივ, შავი ზღვის უსაფრთხოებას ეროვნული ინტერესების საგნად აცხადებს, და მეორე მხრივ, რაღაც მომენტში, შავ ზღვაში თავისი სამხედრო გემების გაგზავნისგან თავს იკავებს

ერთ მშვენიერ დღეს ნატოს დაფინანსებას უმცირებს და აცხადებს, რომ დაზოგილი ფინანსებით უკრაინას და საქართველოს დაეხმარება სამხედრო თვალსაზრისით გაძლიერებაში და იქვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინას აშშ–მა დახმარება შეუჩერა სხვადასხვა გარემოებათა გამო.

ამდენად, სამხედრო და პოლიტიკურ ლაბირინთში გარკვევა იოლი არავისთვის იქნება.

მაგრამ ამ ყველაფრის გათვალისწინებით საუბარი დასავლეთისგან საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე ზეწოლის თაობაზე, ნებისმიერი მიმართულებით, ვფიქრობ, რეალობას არ შეესაბამება.

დასავლეთს ივანიშვილის აზრი აინტერესებს, იქ ყველა მოკავშირე ხელისუფლების პოზიცია აინტერესებთ, ოღონდ აშშ და ევროკავშირი ივანიშვილისგან იქნება ეს თუ ნებისმიერი ლიდერისგან, მხოლოდ მათთვის მისაღებ და გონივრულ თვალსაზრისებს იღებს.

ზღაპარია, რომ ივანიშვილს შეუძლია დასავლეთს ულტიმატუმის ენით ელაპარაკოს, ისე როგორც ეს არც სააკაშვილს შეეძლო. როგორც დამთავრდა ხსენებული კონსულტაციები, რა შედეგით, – შეიძლება დავასკვნათ, რომ დიპლომატიური კორპუსი ვერც ერთმა მხარემ ცალსახად ვერ დაარწმუნა თავისი პოზიციის სისწორეში.

ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა