შალვა შავგულიძე - ხელისუფლება კრიზისიდან გამოსავალს არ ეძებს, პირიქით, ესკალაციას ახდენს

დოკუმენტი მოდიფიცირებული გერმანული ვარიანტის შესახებ, საერთაშორისო ორგანიზაციებში საექსპერტო დასკვნისათვის გასაგზავნად მზად არის, - ამის შესახებ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, შალვა შავგულიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შავგულიძის თქმით, დოკუმენტი ODHIR-ში უახლოეს დღეებში გაიგზავნება.

მისივე განცხადებით , „ხელისუფლებამ შექმნა პოლიტიკური კრიზისი თავისი ძალიან უპასუხისმგებლო მოქმედებით“, როდესაც ხალხს დაპირდა პროპორციულ არჩევნებს, ხოლო შემდეგში დაპირება გადათქვა.

„რაც შეეხება ვენეციის კომისიას, მისთვის უშუალოდ მიმართვის უფლება აქვს სახელმწიფოს და ოპოზიცია უშუალოდ ვერ გავაგზავნით, თუმცა არსებობს შემოვლითი გზებიც, შეგვიძლია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მეშვეობით, მაგრამ ეს დროში გაიწელება.

მე ვფიქრობ, ODHIR-ის დასკვნაც საკმარისი იქნება, თუმცა არ გამოვრიცხავ ვენეციის კომისიაში გაგზავნასაც.

ჩვენ შევთავაზეთ ხელისუფლებას, რომ მას გაეგზავნა და ვენეციის კომისიის დასკვნა ყოფილიყო ჩვენთვის ამოსავალი წერტილი. თუ დასკვნა იქნებოდა დადებითი, რომ მოდელი შეესაბამება ჩვენს კონსტიტუციას, მაშინ გაგვეზიარებინა, ხოლო თუ კომისია რაიმე შენიშვნას მოგვცემდა, ის გაგვეთვალისწინებინა. ყოველ შემთხვევაში წინასწარ გამოგვეთქვა ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც თანხმობა, რომ ვენეციის კომისიის და „ოდირის“ დასკვნები იქნებოდა ჩვენთვის ამოსავალი წერტილი შეთანხმებისთვის, რაზეც სამწუხაროდ ხელისუფლებისგან მივიღეთ უარი და ხისტი პოზიცია, რომ ჩვენ დარწმუნებულები ვართ არ შეესაბამება კონსტუტუციას და არავითარ დასკვნას არ ველოდებითო.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინება არ არის სავალდებულო, ვერ დაავალდებულებს კომისია სახელმწიფოს, რომ გაიზიარეო, მაგრამ არის ძალიან ავტორიტეტული და მაღალკვალიფიციური და როგორც წესი, ყველა დემოკრატიული სახელმწიფო იზიარებს ვენეციის კომისიის დასკვნებს.

ამ კრიზისიდან გამოსავალს ხელისუფლება არ ეძებს. ის პირიქით, ახდენს ესკალაციას, დაპირისპირებას და ოპოზიცია ვცდილობთ, როგორმე გამოსავალი ვნახოთ.

ის, რომ პროპორციული არჩევნები ჩვენს შექმნილ რეალობაში იყო მისაღები და სასურველი, მეტყველებს ის გარემოება, ჩვენ კარგად გვახსოვს რა დიდი იყო აღშფოთება 20 ივნისის ღამის შემდეგ, მაგრამ როგორც კი ხელისუფლებამ ეს დაპირება გასცა, ჩვენმა საზოგადოებამ დაიოკა ვნებათაღელვა და საპროტესტო მუხტი ჩაცხრა, ყველა ველოდებოდით ამ სამართლიან არჩევნებს, ხოლო როდესაც ხელისუფლებამ გამოაცხადა, მე გადავიფიქრე ხუთი თვის შემდეგ და აღარ ჩავატარებ პროპორციული წესითო, ისევ იფეთქა ამ პროტესტის ტალღამ. მხოლოდ ესეც კი მიანიშნებს, რამდენად სამართლიანად მიაჩნია ჩვენს საზოგადოებას ჩვენს რეალობაში პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება. ასეთი წესით ჩატარებული არჩევნები იქნება მისაღები საზოგადოებისათვის“, - განაცხადა შავგულიძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია