დავით ზალკალიანისა და ჟან ივ ლე დრიანის შეფასებით, „ამილახვარის დიალოგი“ კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაიყვანს საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ფრანგ კოლეგასთან ჟან ივ ლე დრიანთან შეხევდრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრები მიესალმნენ „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ საინაუგურაციო შეხვედრას, რომელიც ვიზიტის ფარგლებში პარიზში იმართება და გამოთქვეს იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სტრატეგიული ფორმატის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო არის პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელთანაც საფრანგეთმა მსგავსი სახის თანამშრომლობის ფორმატი დააფუძნა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და აღინიშნა, რომ ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის საქართველო - საფრანგეთის თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

მათივე ცნობით, მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას, მათ შორის საქართველო-გერმანია-საფრანგეთის ფორმატის ფარგლებში და გამოითქვა მზაობა, რომ აღნიშნულ ფორმატში გაიმართოს მაღალი დონის შეხვედრები.

„საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას გააცნო ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი. მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გართულებული მდგომარეობა, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე, რომლის ერთ-ერთი გამოვლინებაა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტი. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა არსებული ვითარების საერთაშორისო დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობას.

შეხვედრაზე საფრანგეთის მხრიდან კიდევ ერთხელ გამოიხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. გამოითქვა დაინტერესება თანამშრომლობის განვითარების სავაჭრო-ეკონომიკური, განათლების, ჯანდაცვის მიმართულებით. ხაზი გაესვა საქართველოსა და საფრანგეთის წარმატებულ თანამშრომლობას უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში, მათ შორის საქართველოს ჩართულობას ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციებში, ასევე ფრანგული სამხედო ხომალდების ვიზიტს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში.

მინისტრმა ფრანგ კოლეგას ასევე მიუსამძიმრა მალიში ფრანგი სამხედროების დაღუპვის გამო.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა წინ უძღოდა დიმიტრი ამილახვარის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის საინაუგურაციო სხდომას. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტი საფრანგეთში 2019 წლის 2-3 დეკემბერს ხორციელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა