ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ძალების სამხედრო ობიექტების ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას ეცნობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ძალების სამხედრო ობიექტებზე არსებულ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზების მონახულება ირაკლი ღარიბაშვილმა საჩხერის სამთო მომზადების სკოლიდან დაიწყო, რომელიც, მათივე თქმით, თავდაცვის ძალებსა და რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული სასწავლო დაწესებულებაა.

„თავდაცვის მინისტრმა სკოლის ტერიტორიაზე არსებული შტაბის შენობა, სასწავლო კორპუსი, ყაზარმა, სასტუმრო, საყარაულო შენობა, სამედიცინო პუნქტი, სპორტული დარბაზი, ავტოპარკი დაათვალიერა და არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო.

ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილა და განახლებული მენიუ დააგემოვნა, რომელიც 1 ნოემბრიდან მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. დღესვე, სპეციალურად სტუმრებისთვის საჩვენებელი სწავლებაც გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებმა თოკზე დაშვების, ხევის გადალახვის და კლდიდან დაშვების უნარ-ჩვევების დემონსტრირება მოახდინეს.

საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მშენებლობას 2005 წელს ჩაეყარა საფუძველი და 2006 წელს ოფიციალურად გაიხსნა. სკოლა ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით აშენდა და მატერიალურ-ტექნიკური ქონებით სრულად აღიჭურვა. 2010 წელს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია, რომლის თანახმად საჩხერის სამთო მომზადების სკოლას ნატოს პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამის (PfP) მომზადების და განათლების ცენტრის სტატუსი მიენიჭა და ერთადერთი ცენტრია რეგიონში, რომელიც ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს სამთო მომზადებას სთავაზობს“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა