აფხაზეთში ე.წ. შს მინისტრი და გენერალური პროკურორი „კანონიერი ქურდების“ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით თანამდებობიდან გაათავისუფლეს

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ე.წ. გენერალური პროკურორი ზურაბ აჩბა თანამდებობიდან გაათავისუფლა. არსებული ინფორმაციით, აჩბას გათავისუფლება მის პირად განცხადებას უკავშირდება.

თუმცა, დღეს ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მანამდე თანამდებობა დაატოვებინა ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრს გარი არშბას, რისი მიზეზიც რამდენიმე დღის წინ სოხუმში ე.წ. კანონიერი ქურდების მკვლელობა, ხუთი ადამიანის დაჭრა და ერთი გატაცების ფაქტი გახდა.

დღესვე, თანამდებობის გარეშე დარჩა ე.წ. გენერელაური პროკურორის მოადგილე ეშსოუ კაკალია.

დე ფაქტო პარლამენტის წევრთა თქმით, სამართალდამცავებმა არაფერი იღონეს დანაშაულებების გამოსაძიებლად და დამნაშავეებს საშუალება მისცეს, თავი აერიდებინათ პასუხისმგებლობისთვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა