ანა დოლიძე დეპუტატებისთვის იმ მიზეზების წარდგენას აპირებდა, რის გამოც პარლამენტმა მოსამართლეების სია უნდა ჩააგდოს, თუმცა პარლამენტში არ შეუშვეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად პარლამენტის შესასვლელთან აქცია - პერფორმანსი „ჩააგდე სია" გამართა, რითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია კიდევ ერთხელ გააპროტესტა.

ანა დოლიძემ აქცია-პერფორმანსზე 11 მიზეზი წარმოადგინა, რის გამოც, მისი თქმით, პარლამენტმა კანდიდატების სია უნდა ჩააგდოს. დოლიძეს დეპუტატებისთვის აღნიშნული 11 მიზეზის წარმოდგენა სურდა, თუმცა იგი საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს.

„როგორც ჩანს დუმილის უფლებას იყენებენ. მოგეხსენებათ, მიხეილ ჩინჩალაძე პროკურორი რომ, იყო მან შემოიღო ასეთი უნიკალური რამ, რომ სახელმწიფო მოხელეები დუმილის უფლებით სარგებლობენ, როდესაც მათ მოქალაქეებისთვის სათქმელი არაფერი აქვთ. პარლამენტის ასეთი თვითიზოლაცია საქართველოს უახლეს ისტორიას ნამდვილად არ ახსოვს. ეს არის იმის სიმპტომი, რომ ამ შენობაში მყოფ ადამიანებს მოქალაქეების საოცარი, პანიკური შიში აქვთ," - განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე განცხადებით, ის ფაქტი, რომ ზაზა თავაძემ კონკურსიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, მათი გამარჯვების მაჩვენებელია.

„სია უნდა ჩავარდეს. ამას მაინც მივაღწევთ. ამ პროცესიდან ზაზა თავაძის მიერ საკუთარი თავის გამოწვევა ჩვენი პირველი გამარჯვების მაჩვენებელია. ის სინდისმა შეაწუხა და ამ პროცესიდან თავი აირიდა. 20 კანდიდატიდან დარჩენილია ერთით ნაკლები. ვინც ამ სამარცხინო სიაში დარჩება, დარჩება არა 40 წლით, როგორც იმედოვნებენ, არამედ - დროებით. ჩვენი ბრძოლა ყოველთვის მოიტანს შედეგს იმიტომ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა