„ახალი საქართველოს“ წარმომადგენელი - დადასტურდა, რომ „ქართული ოცნება“ პირწმინდად მიყვება ქვეყნის გაღარიბების, გაუნათლებლობის და ჭაობში ჩახრჩობის გეგმას

საერთაშორისო კვლევის შედეგებს „ახალი საქართველოს“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე ეხმაურება. როგორც ტოხვაძე აღნიშნავს, PISA -ს 2018 წლის ანგარიშში ნათლად ჩანს ის, რომ განათლების სისტემა საქართველოში 2015 წელთან შედარებით მკვეთრად გაუარესებულია.

„დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილის პირადი მესვეურები, პირწმინდად მიყვებიან ქვეყნის გაღარიბების, გაუნათლებლობისა და ჭაობში ჩახრჩობის გეგმას. დღეს ცნობილი გახდა PISA 2018 წლის საერთაშორისო კვლევის შედეგები, სადაც 2015 წელთან შედარებით მკვეთრად გაუარესებულია ჩვენი მოსწავლეების მიღწევები! ჩვენი მოზარდები OCED - ის საშუალოს დიდი ხანია ჩამორჩებოდნენ წიგნიერებას, მათემატიკასა და მეცნიერებაში, მაგრამ ამჯერად ბოლოდან მე-8 ადგილზე აღმოვჩნდით და ჩამოვრჩებით აზერბაიჯანს, ყაზახეთს, თუმცა ვუსწრებთ პანამას და ინდონეზიას. აი, სადამდე მიგვიყვანა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ზედაპირულმა და აგდებულმა დამოკიდებულებამ განათლების მიმართ.

თუ ბიძინა ივანიშვილის ახალ გეგმასაც გავითვალისწინებთ, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად დაცალოს საქართველო, ჩვენი მოქალაქეები დაასაქმოს იაფ მუშახელად და გახიზნოს ევროპის მასშტაბით, მაშინ განათლების სამინისტროს დაჯილდოება არ აცდება ამ სავალალო შედეგების მიღებისთვის", - აცხადებს ნანა ტოხვაძე.

ინფორმაციას „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს