დავით ჭიჭინაძე - საკმაოდ აგრესიული საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს ორ პოლიტიკურ ძალას შორის, ეს კი ივანიშვილს აწყობს

საკმაოდ აგრესიული საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს ორ პოლიტიკურ ძალას შორის, ეს კი ივანიშვილს აწყობს, იმიტომ რომ, კარგად გამოსდის „ნაცებისგან“ მტრის ხატის შექმნა, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძემ თავის დროზე შეასრულა მავრის ფუნქცია და ახლა მას წასვლის დრო დაუდგა, თუმცა ამას ვერ ხვდება. ამიტომ, რაც უფრო დიდხანს დარჩება ხუნდაძე პარლამენტში, მით უფრო მძიმე ცხოვრება ექნება მომავალში.

შესაბამისად, აკაკი ზოიძე, მეტნაკლებად სინდისიანი ადამიანი, კი არ უნდა წასულიყო, დიმიტრი ხუნდაძე უნდა გადამდგარიყო, იმიტომ, რომ ვხედავთ მისი ინიციატივა ქვეყანას რა ძვირიც უჯდება.

რაც არ უნდა „წაგახალისონ“, მორალი და ზნეობა უნდა არსებობდეს ნებისმიერ ადამიანში. მაჟორიტარობა უსინდისობას ნამდვილად არ ნიშნავს“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა