აფხაზეთში ე.წ. კანონიერი ქურდების მკვლელობისას დაჭრილი ადამიანი გარდაიცვალა

22 ნოემბერს, სოხუმის ერთ-ერთ რესტორანში ე.წ. კანონიერი ქურდების ასტამურ შამბასა და ალხას ავიძბას მკვლელობის დროს დაჭრილი დომინიკა აკირთავა, რომელიც ამ რესტორნის თანამშრომელი იყო, დღეს გარდაიცვალა. ამის შესახებ „სპუტნიკ-აფხაზია“ იუწყება.

აკირთავას მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, რომელიც გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

დანაშაული 22 ნოემბერს სოხუმში, რესტორან „სან-რემოში“ მოხდა, რა დროსაც ე.წ. კანონიერი ქურდები დაცხრილეს. სროლებისას სამი ადამიანი დაიჭრა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აღნიშნული საქმის გამო, 2 დეკემბერს თანამდებობები დაატოვებინეს აფხაზეთის დეფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრსა და მის მოადგილეს, ე.წ. გენერალურ პროკურორსა და მის მოადგილეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს