მაია ცქიტიშვილი  IRI-ს ხელმძღვანელის ინტერვიუზე - IRI-სთვის საინტერესოა, მოისმინოს ის მოსაზრებები, თუ რამ გამოიწვია საქართველოში უნდობლობა IRI-ს კვლევების მიმართ

IRI-სთვის საინტერესოა, მოისმინოს ის მოსაზრებები, თუ რამ გამოიწვია თუნდაც, საქართველოში ეს უნდობლობა IRI-ს კვლევების მიმართ, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს IRI-ს ხელმძღვანელის ინტერვიუს კომენტირებისას აღნიშნა.

ინფრასტრუქტურის მინისტრი მიიჩნევს, რომ IRI-ს ხელმძღვანელობა დაინტერესდა მის მიერ დაქირავებული ორგანიზაციების მუშაობით, რომლებიც ველზე ატარებენ კვლევას.

„ამ შემთხვევაში, პირიქით, მივესალმები იმას, რომ IRI-ს ხელმძღვანელობაშიც გარკვეული ინტერესი გაჩნდა იმ შედგების, იმ დაქირავებული ორგანიზაციების მუშაობის მიმართ, რომლებიც ველზე ატარებენ კვლევას. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ორგანიზაციები, როგორიც არის IRI, NDI, ჩვენი საერთაშორისო პარტიორების არასამთავრობო ორგანიზაციები ან ასეთი ტიპის კვლევითი ორგანიზაციები ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციები არიან ჩვენთვის, მაგრამ როცა ჩვენ უშუალოდ ვეხებით ამ ორგანიზაციების მიერ საქართველოში ჩატარებულ კვლევებს, წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ მათი კვლევის შედეგები მნიშვნელოვანწილად არის აცდენილი რეალობას და ამ რეალობის შემოწმების საშუალება ჩვენ გვაქვს თითოეულ არჩევნებზე. 2012 წლის შემდეგ ჩვენ გვქონდა არაერთი არჩევნები და თქვენც გქონდათ ყველას საშუალება გენახათ, თუ რამდენად აცდენილია კვლევაში წარმოდგენილი ციფრები იმ რეალობისგან, რომელსაც ვიღებთ ღია და გამჭვირვალე არჩევნებში,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისათვის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას IRI-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ „ის ადამიანები, რომლებიც ამ საკითხებს ყურადღებას აქცევენ ვაშინგტონში, ძალიან არიან გაკვირვებული ამით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამერიკამ ამხელა მხარდაჭერა გამოიჩინა საქართველოს მიმართ წლების განმავლობაში. მათ ძალიან უკვირთ ის, რომ დღეს ამ თემაზე ვსაუბრობთ“. მისივე თქმით, როცა მთავრობა ამერიკულ არასამთავრობოებს ესხმის თავს, ეს როგორც წესი, რუსეთში ან ჩინეთში ხდება, სადაც არ არსებობს პოლიტიკური თავისუფლება და დემოკრატიული პრაქტიკა.

„სანერვიულო იქნება ის, თუ ისეთი ქვეყნისგან, რომელსაც ჩვენ ჯანსაღ დემოკრატიად მივიჩნევთ, მოვისმენთ ისეთ შეხედულებებს, დეზინფორმაციას, როგორც ეს ხშირად გვესმის კრემლისგან. ეს იმის ნიშანი იქნება, რომ შეიძლება ამერიკა ცდებოდა. მაგრამ მე არ მგონია, რომ ვცდებოდით. საქართველოს წინ დიდი მომავალი აქვს და IRI ამაყად იქნება საქართველოს მეგზური ამ გზაზე“, - განაცხადა IRI-ს პრეზიდენტმა დენიელ ტვაინინგმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა