ნინო ლომჯარია - სახალხო დამცველი მხარს უჭერს პროპორციულ სისტემას, თუმცა მოკლებული ვარ შესაძლებლობას ოპოზიციის კანონპროექტზე ექსპერტული შეფასება გავაკეთო

სახალხო დამცველი პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარს უჭერს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

თუმცა, მისი თქმით, სახალხო დამცველი მოკლებულია შესაძლებლობას, რომ ოპოზიციის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ექსპერტული შეფასება გაუკეთოს.

"სამწუხაროდ, სახალხო დამცველი მოკლებულია შესაძლებლობას, რომ ექსპერტული შეფასება გაუკეთოს კანონპროექტს. ვთავაზობთ ამ შემთხვევაში გამოსავალს მხარეებს. ვინაიდან სახალხო დამცველს აქვს შესაძლებლობა და მანდატი, რომ მიმართოს ეუთო/ოდირს ექსპერტიზის წარმოდგენისთვის. ჩვენ ავიღებთ იმ კანონპროექტს, რასაც ოპოზიცია დაარეგისტრირებს პარლამენტში და გავუგზავნით ექსპერტიზისთვის. ეს იქნება ჩვენი მხრიდან ჩვენი მანდატის განხორციელება ამ სიტუაციაში, რომ რაღაც გამოსავალი ვნახოთ. პოზიცია - ეს მოდელი შეესაბამება თუ არა კონსტიტუციას, არ გვაქვს, თუმცა სახალხო დამცველი მხარს უჭერს პროპორციულ საარჩენო სისტემაზე გადასვლას," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს