ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2019

შეიძლება მოხდეს ისეთი აფეთქება, რომელსაც ვერავინ გააკონტროლებს - საყვარელიძე

ჩარკვიანი ბურჯანაძეზე: "ეს ქალბატონი ისე გაშპა თავის ბატონთან, რომ არავინ არაფერი არ იცოდა“

***

შეიძლება მოხდეს ისეთი აფეთქება, რომელსაც ვერავინ გააკონტროლებს - საყვარელიძე

"ქართული ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქციის გამართვა კახა კალაძისთვის მიუღებელია და აქტივისტებს ურჩევს ლოკაცია შეცვალონ, რაზეც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ თავად ხელისუფლებამ უნდა აუხსნას თავის მომხრეებს, რომ სამოქალაქო დაპირისპირება "ქართული ოცნების" ინტერესშივე არაა. მისივე თქმით, აუცილებელია აქივისტებმა პროტესტის სხვა ფორმას მიმართონ იმისათვის, რომ დაპირისპირება თავიდან იქნას აცილებული”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, შეიძლება მოხდეს ისეთი აფეთქება, რომელსაც ვერავინ გააკონტროლებს - საყვარელიძე

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე ოპოზიციას ადანაშაულებს არეულობის მოწყობაში; მისივე თქმით, მიმდინარე პროცესების ლობირება სწორედ ოპოზიციის მხრიდან ხდება იმისათვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს სამოქალაქო დაპირისპირება. „ნამდვილად არ მსიამოვნებს დაპირისპირებები. მგონია, რომ ეს ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად და ამის ორგანიზატორი გახლავთ ოპოზიცია. რატომ უნდა მოგინდეს მიხვიდე პარტია „ქართული ოცნების" ოფისთან და გააპროტესტო? არ არის ადგილები სხვა კონკრეტულ ლოკაციაზე იმისთვის, რომ გამოთქვა შენი პროტესტი? ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება იმისთვის, რომ მოხდეს დაპირისპირება," - განუცხადა ჟურნალისტებს კალაძემ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას ორ ბანაკს შორის დაპირისპირება. მისივე განცხადებით, პროცესები საკმაოდ ცხელ და საშიშ ფაზაში შევიდა. „დაპირისპირება რომ არის, ფაქტია. პარლამენტს ბოქლომებს ჰკიდებდნენ და შესასვლელს კეტავდნენ. ანალოგიური ტიპის მოვლენა მიდის პარტიის ოფისთან. ამ შემთხვევაში ოპოზიციის მხრიდან ერთი და იგივე პოლიტიკური სტილია, რომელიც ქუჩის ძალაზეა ორიენტირებული. ამ ხალხის ერთმანეთთან მიშვება ისეთ აფეთქებას გამოიწვევს, რომელსაც ვერავინ გააკონტროლებს. „ხელისუფლებას ადრეც მოუხერხებია, რომ შუაში ჩამდგარა და მხარეებისთვის ფიზიკური შეხების საშუალება არ მიუცია. მგონი იგივე უნდა გააკეთოს ახლაც. „სიტყვის თავისუფლება გულისხმობს იმას, რომ სათქმელი უნდა ითქვას, მაგრამ კარის ჩაკეტვა იქნება თუ სხვა, ეს უკვე სიტყვის გამოხატვის თავისუფლება აღარ არის - ეს დაძალებაა. ანალოგიები ევროპაშიც არის, მაგრამ იმის ანალოგიები არის ასევე, როდესაც უბრალოდ გამოხატავენ და მეტი არაფერი. პოზიციის გამოხატვის უამრავი ვარიანტია და შეიძლება ეს არ იყოს პარტიის ოფისთან ან პარლამენტთან, იყოს ისეთ ადგილას, სადაც არავის შეზღუდავენ”, - დასძენს გამოცემა.

"ძალიან სახიფათო ფაზაში შევიდა პროცესი, რადგან სამოქალაქო დაპირისპირების ფორმა მიიღო. ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუშალოს ფიზიკურ შეხებას და ჩადგეს შუაში. ამ აზრმა გაიელვა ვოლსკის განცხადებაშიც, რომ ნებისმიერი მხრიდან დაწყებული და ინიცირებული არეულობა „ნაციონალურ მოძრაობას" აძლევს ხელს. „თავად „ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ეს პროცესები მისთვისაც არასასურველია. ეს უფრო მკაფიოდ უნდა იყოს გაცხადებული და მომხრეებისთვისაც ნათქვამი", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

ჩარკვიანი ბურჯანაძეზე: "ეს ქალბატონი ისე გაშპა თავის ბატონთან, რომ არავინ არაფერი არ იცოდა“

"არ ვიცი - რა დავარქვა, პოლიტიკური შეცდომა, გამიზნული ვიზიტი, თუ გამიზნული პროვოკაცია, მაგრამ ასეთ სიურპრიზებს, მაიმუნობას და ასეთ თამაშს ჩემს ამომრჩეველს ვერ ვაკადრებ“, - აცხადებს „რეზონანსთან“ პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი, რომელმაც ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის გამო პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შექმნილი ფორმატი დატოვა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ჩარკვიანი ბურჯანაძეზე: "ეს ქალბატონი ისე გაშპა თავის ბატონთან, რომ არავინ არაფერი არ იცოდა“

"მე ვიყავი პირდაპირ ეთერში და იქ შევიტყვე ეს ამბავი. თანაც მომდიოდა მესიჯები და მეკითხებოდნენ, მართალია თუ არაო? ყველა გაოცებული ვართ, რადგან, როდესაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით განგაშს ვტეხთ, თუ რა მდგომარეობაში ვართ რუსეთის მხრიდან, ასეთ ვითარებაში ეს ქალბატონი ისე გაშპა თავის ბატონთან, რომ არავინ არაფერი არ იცოდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ასეთ ვითარებაში რა დავარქვა ამას, არ ვიცი - პოლიტიკური შეცდომა, გამიზნული ვიზიტი, თუ გამიზნული პროვოკაცია, მაგრამ ასეთ სურპრიზებს და მაიმუნობას, ასეთ თამაშს ჩემს ამომრჩეველს ვერ ვაკადრებ. შერჩეულ ფორმატს მხოლოდ იმის გამო დავთანხმდი, რომ გვქონდა საერთო მიზანი, რასაც პროპორციული არჩევნები ჰქვია. მაგრამ რაიმე სახით პრორუსულ ძალებთან გაერთიანება ჩემთვის მიუღებელია. მე პუტინის მოწმესთან, ვისთანაც ალბათ ამბები მიაქვს, აქ რა ხდება, ამ მაგიდასთან, ან საპროტესტო აქციებზე ვერ დავჯდები”, - დასძენს გამოცემა.

"არ ვიცი რისთვის წავიდა, ალბათ თანხების მოსაზიდად და თავის რეაბილიტაციისთვის. მე ვტოვებ ფორმატს, მაგრამ ვრჩები "გაერთიანებულ ოპოზიციაში“, ვრჩები ბრძოლაში, პიკეტირებაში პროპორციული არჩევნების მოთხოვნით“, - განაცხადა „რეზონანსთან“ თაკო ჩარკვიანმა”, - წერს სტატიის ავტორი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს