არჩილ თალაკვაძე - სახელმწიფო არ დაუშვებს დაპირისპირებას ან ესკალაციას

სახელმწიფო არ დაუშვებს რაიმე დაპირისპირებას ან ესკალაცია. ყოველთვის, როდესაც ამის მცდელობა იქნება, სახელმწიფო შესაბამის ზომებს მიიღებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

თალაკვაძემ ბოლო დღეების განმავლობაში გამართულ აქციებსა და კონტრაქციებზე ისაუბრა და მედიის გარკვეული ნაწილი ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა.

„მე მახსოვს, მედიის ნაწილი კრიტიკულად აშუქებდა და ერთხმაში იყო ოპოზიციის ლიდერებთან, გვაკრიტიკებდნენ ხელისუფლებას და ერთგვარად დასცინოდნენ კიდეც შინაგან საქმეთა სამინისტროს, როდესაც ამბობდნენ, რომ შსს-მ გამოიყვანა ზედმეტად ბევრი პოლიციელი, რატომ იყო ესა თუ ის ზომები მიღებული, რატომ იყო ბარიერები გამოყენებული. ოპოზიციასთან ერთად ერთ ხმაში მედიის ეს ნაწილი აკრიტიკებდა შსს-ს. დღეს იგივე მედიასაშუალებები ამბობენ პირიქით, რატომ არ არის ბევრი პოლიციელი, რატომ არ არის გამოყენებული დაცვის მექნიზმებიო. ამაზე მე მექნება ერთი დასკვნა: პროტესტი უნდა დარჩეს მშვიდობიან ფარგლებში, უნდა დარჩეს იმ ფარგლებში, როდესაც არანაირი პროვოკაცია არ იქნება, არ იქნება მცდელობა პროცესების ესკალაციის, ამაზე თავი უნდა შეიკავოს მანიფესტაციის მონაწილეებმა და პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ. ეს იქნება რეკომენდაციაც და თხოვნაც ჩვენი თანამოქალაქეებისადმი. რაც შეეხება სახელმწიფოს - სახელმწიფო არ დაუშვებს რაიმე დაპირისპირება მოხდეს ან ესკალაცია, ყოველთვის, როდესაც ამის მცდელობა იქნება, სახელმწიფო მიიღებს შესაბამის ზომებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ