კინოთეატრ "ამირანთან" ათამდე ადამიანი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს აპროტესტებს

კინოთეატრ "ამირანთან" ათამდე ადამიანი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს აპროტესტებს. აქციის ორგანიზატორი "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების" თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილია. მისი თქმით, ფესტივალის ფარგლებში „გარყვნილ და ღვთის მგმობ ფილმებს“ აჩვენებენ. მისივე განცხადებით, მათ შორისაა ქართული ფილმი "კომეტები", რომელიც "დედობის, დაქალობისა და მეუღლეობის წინააღმდეგაა მიმართული".

"დღეს ლგბტ პროპაგანდაზე უარესი ხდება, დღეს გადის ფილმი ღვთის გმობაზე. ფილმს ჰქვია - "ღმერთი ცოცხალია და მისი სახელია პეტრუნია", რა შინაარსიც არ უნდა ჰქონდეს, სათურშივე არის ღვთის გმობა. ფილმში "კომეტები" შეიძლება პორნოგრაფია არ ჩანს, მაგრამ თუ აკინის ფილმი შეეხებოდა კაცობას, ვაჟკაცობას, ჩოხას, ეს ფილმი "კომეტები" შეეხება დედობას. ეს არის დედობის, მეუღლეობის, ასევე დაქალობის წინააღმდეგ, თბილისელი ქალი ხდება ჰომოსექსუალი. ეს არის უპირობო გარყვნილება და უპირობო სიბილწე. ეს არის აღმაშფოთებელი, რომ ამის პროპაგანდა ხდება, როგორც ბუნებრივი სიყვარულის", - განაცხადა ფალავანდიშვილმა.

კითხვაზე, რატომ აპროტესტებს ამ ფილმებს ასე ცოტა ადამიანი, ის პასუხობს, რომ "ყველა ფილმზე ასობით და ათასობით ადამიანი ვერ გამოვა".

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო