ლუიზა ვინტონი - ველოდებით, რომ დაპირება, პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, შესრულდება - ძალადობამ შემაშფოთებელი ხასიათი მიიღო

მნიშვნელოვანია, რომ პირობა იყო გაცემული და ჩვენ ველოდებით, რომ ეს დაპირება შესრულდება, - ამის შესახებ გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა ჟურნალისტებს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით განუცხადა.

„პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ყველა პოლიტიკურ პარტიას მისცემს წარმოჩენის საშუალებას, რაც დადებითი მოვლენაა. იყო დაპირება, რომ მოხდებოდა პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღება და ჩვენ ველოდებით, რომ ეს პირობა შესრულდება“,-განაცხადა ვინტონმა.

მისივე თქმით, ძალადობამ შემაშფოთებელი ხასიათი მიიღო.

„ჩვენ ყოველდღიურად ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს. აღსანიშნავია, რომ ძალადობამ შემაშფოთებელი ხასიათი მიიღო. იმედი გვაქვს, რომ ამ მდგომარეობს მოგვარება მოლაპარაკებების გზით მოხდება“,-განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს