გიორგი ვაშაძე - ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდება

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას ეხმაურება. გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ არსებული ხელისუფლების წარმომადგენლები და თავად ბიძინა ივანიშვილიც ქართველი ხალხის მიერ პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდება.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, იმ უპრეცენდენტო თაღლითობასა და ტყუილს, რაც ივანიშვილისგან საზოგადოებამ მიიღო, არც ქართველი ხალხი და არც მსოფლიო საზოგადოება მას არ აპატიებს.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდება და ეს იქნება მისი საზღაური თავის დანაშაულებზე. იმ დიდ თაღლითობასა და ტყუილს, რაც ივანიშვილისგან მივიღეთ, არა მარტო ქართველი ხალხი, არამედ მსოფლიო საზოგადოებაც არ აპატიებს. ტყუილად კი არ იბეჭდება ეს საერთაშორისოდ. ასეთი პრეცენდენტი არ არსებობს, ასეთი მოტყუება საკუთარი მოსახლეობის არავის ახსოვს. ახლა დგანან და გაიძახიან, რომ არაფერ შუაში არიან და ყველაფერს ერთეულ დეპუტატებს აბრალებენ. ვინ ეკითხება შიოლაშვილს ან რომელიმე მანდ მყოფს, რა როგორ წარიმართება? - ამ ყველაფრის სათავეში ოლიგარქი ივანიშვილი დგას, რომელიც თავის მარიონეტებს ატრიალებს, როგორც სურს ისე. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის თავისუფლებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამაში ჩართულები არიან ემიგრანტებიც, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან გამოხატავენ პროტესტს. დაბოქლომების პროტესტმა თავისი სიმბოლურობა შეიძინა, რადგან „ქართული ოცნების“ სახეს გამოხატავს ნათლად. მათ სახელმწიფო ინსტიტუტები დიდი ხანია უკვე დაბოქლომებული აქვთ და საკუთარი ქვეყნის მოსახლეობაზე არ ფიქრობენ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვერ აგვიყოლებენ აგრესიაში და განვაგრძობთ მშვიდობიან, არაძალადობრივ აქციებს. ეს ქვეყანა ასაშენებელია და ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პლატფორმა „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა