დე ფაქტო რეჟიმმა ახალგორის რამდენიმე მკვიდრს  ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება მისცა

ცოტა ხნის წინ, ოკუპირებული ახალგორის გასასვლელში მდებარე ე. წ. გამშვები პუნქტის გავლით დე ფაქტო რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია დაბაში მცხოვრებმა 80 წელს მიღწეულმა ქალმა დატოვა.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ოლია თიბილოვს, რომელიც ონკოლოგიური ავადმყოფია, თუმცა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო სერვისით სარგებლობის უფლება აქამდე არ ეძლეოდა, დღეს დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული დაბიდან გადაადგილების საშუალება მისცეს.

თიბილოვი ე. წ. გამშვებ პუნქტზე ფეხით გადმოვიდა, სადაც სასწრაფო დახმარების ჯგუფი ელოდებოდა.

აღნიშნული ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” დაუდასტურა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმაც.

ნუგზარ თინიკაშვილის თქმით, ოკუპირებული ახალგორის შესასვლელში მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტი დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებს ოფიციალურად ჯერ არ გაუხსნიათ, თუმცა დღეს ოლია თიბილოვმა და ახალგორში მცხოვრებმა კიდევ ორმა მოქალაქემ შეძლო ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა