საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი  ბრატისლავაში ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში პოლონელ კოლეგას იაცეკ ჩაპუტივიჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ბრატისლავაში ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში პოლონელ კოლეგას იაცეკ ჩაპუტივიჩს შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგი. დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მიმდინარეობა, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა და ასევე ურთიერთმხარდაჭერა.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა პოლონეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას როგორც ორმხრივ ასევე მრავალმხრივ ფორმატებში და მადლობა გადაუხადა პოლონეთს მათ შორის ეუთოს ფარგლებში საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის.

მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო განვითარებებზე და დაგმეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტი. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ როგორც ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის განსამტკიცებლად, ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური დღის წესრიგის და მიზნების რეალიზაციისთვის.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს