ლევან ახვლედიანის განცხადებით, თუ მთავრობა კონსორციუმს ხელშეკრულებას შეუწყვეტს, ანაკლიის პორტის პროექტზე საარბიტრაჟო დავას დაიწყებენ

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ თუ მთავრობა კონსორციუმს ხელშეკრულებას შეუწყვეტს, ანაკლიის პორტის პროექტზე დავა საარბიტრაჟო დავაში გადაიზრდება. ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ ახლა ვადებზე საუბარი არაკონსტრუქციულია და მთავარი პროექტის წინ წაწევაა.

"ვაგრძელებთ ინვესტორებთან მოლაპარაკებას. რაც შეეხება ვადებს, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასაც, რომ გაკეთდეს ყველაფერი, რათა პროექტი წავიდეს წინ. ვადებზე საუბარი კონსტრუქციულ შედეგს ვერ მოგვიტანს. თუ ხელშეკრულების შეწყვეტაზე იქნება საუბარი, ეს იქნება ძალიან სამწუხარო. მოგვიწევს პროექტის სამართლებრივ დავაში გადაყვანა, რაც არც პროექტს წაადგება და არც ქვეყანას. ლაპარაკი ბოლო შანსსა და ვადებზე, იმ გარემოში, რა გარემოშიც აღმოჩნდა პროექტი, არაკონსტრუქციულია,"-აცხადებს ლევან ახვლედიანი.

მისივე თქმით, კონსორციუმი ცდილობს პროექტის წინ წაწევას, თუმცა მოლაპარაკებები რთულად მიდის.

"ძალიან რთულად მიდის მოლაპარაკებები იმ ვითარებაში რა ვითარებაშიც ბოლო თვეებია არის პროექტი, ასევე ის საინვესტიციო გარემო, რაც საქართველოშია ზეგავლენას ახდენს. რთულ ვითარებაში გვიწევს ინვესტორებთან მოლაპარაკებების წარმოება", - აცხადებს კონსორციუმის გენერალური დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ წლის ბოლოდან სახელმწიფომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება გაწყვიტოს. მაია ცქიტიშვილის თქმით, 31 დეკემბერს იწურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული, მორიგ ჯერზე გახანგრძლივებული ვადა, რის შემდეგაც მთავრობა უკვე შესაბამის ქმედებებს განახორციელებს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ