ფარული ვიდეო ჩანაწერის გავრცელების საქმეზე ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერის გავრცელების საქმეზე ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი დაიწყო. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც ერთ-ერთმა ბრალდებულმა გიორგი გასვიანმა სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მანაც და ბევრმა სხვა ბრალდებულმაც საჯარო სივრცეში არსებული ვიდეო-ჩანაწერი მხოლოდ გახსნეს და ნახეს. ბრალდებულის თქმით, აღნიშნული საქმე “აბსურდის მასშტაბებს ცდება”.

“მე მედავებიან პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონოდ მოპოვება-შენახვას. ეს გამოიხატა იმაში, რომ საჯარო სივრცეში არსებული ვიდეო გამომიგზავნეს და მე ეს ვიდეო გავხსენი. მე არ გამივრცელებია და პრინციპში ამას არავინ მედავება. სიტყვასიტყვით ბრალშიც ასე წერია, რომ გიორგი გასვიანს ვიდეო გაუგზავნეს და მან ნახა. მე საერთოდ არ მჯერა, რომ საჯარო სივრცეში არსებული რამ შესაძლოა გახდეს საფუძველი, რომ ვიღაცის წინააღმდეგ საქმე აღიძრას. მე ეს ვიდეო უბრალოდ ვნახე. ეს ყველაფერი აბსურდის მასშტაბებს ცდება”,- განაცხადა ბრალდებულმა.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, 20 პირი დააკავეს. ყველა მათგანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვთ წარდგენილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა