Der Spiegel - პროკურატურამ ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება პეტროვისა და ბაშიროვის მიმართ დაიწყო, რომლებიც 2018 წელს სკრიპალების მოწამვლის საქმეში ფიგურირებდნენ

გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, გამოძიება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოს სავარაუდო თანამშრომლების მიმართ დაიწყო, რომლებიც ალექსანდრ პეტროვისა და რუსლან ბაშიროვის სახელებით არიან ცნობილი. ამის შესახებ Der Spiegel წერს.

გამოცემის ცნობით, გერმანიის სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ პეტროვსა და ბაშიროვს შესაძლოა, კავშირი ჰქონდეთ ხანგოშვილის მკვლელობასთან, რადგან ისინი 2014 წელს სამი დღის განმავლობაში ფრანკფურტში იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, კილერს პეტროვისა და ბაშიროვის დოკუმენტების მსგავსი საბუთები ჰქონდათ.

შეგახსენებთ, რომ ბაშიროვი და პეტროვი დიდ ბრიტანეთში, გრუ-ს ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის, იულია სკრიპალის მოწამვლის საქმეში ფიგურირებენ. შემთხვევა 2018 წელს მოხდა.

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო